„მოთხოვნისას წარმოადგინა დოკუმენტები. არც მისი და არც მესაზღვრეების მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. მისთვის ხელბორკილებიც კი არ დაუდიათ. მიიყვანეს საგუშაგოზე და მოათავსეს დაკავების ოთახში, რომელსაც გისოსებიც კი არ ჰქონდა.“
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, გარკვეული დროს შემდეგ ოთახში შესულ მესაზღვრეებს ირაკლი კვარაცხელია უსიცოცხლო მდგომარეობაში დახვდათ, მან თავი საკუთარი მაისურით ჩამოიხრჩო.
„გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც სოფელ ნაბაკევში მორიგეობს, ამიტომაც ბრიგადა ძალიან ოპერატიულად გამოცხადაა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, საგუშაგოს თანამშრომლები კვარაცხელიასთვის დახმარების აღმოჩენას და მის რეანიმირებას ცდილობდნენ. მათ მალე ექიმებმაც მიუსწრეს, თუმცა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა“.
დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის ექიმებდა მისი გარდაცვალება დაადგინეს. მათ დაათვალიერეს გარდაცვლილის სხეული დაგარდაცვალების მიზეზად გაგუდვა დაასახელეს. მათივე ცნობით გვამს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






