"აშშ-ის 47 გვერდიანი განაჩენი საქართველოს ხელისუფლებას- ივანიშვილი საკმაოდ მწარე მუშტს მიიღებს ქართველი ხალხისა და დემოკრატიული სამყაროს მხრიდან”- ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 12:09, 14 Mar, 2019     1465
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავეს ანგარიშს ეხმაურება.


„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დემოკრატიულ პრინციპებზე საუბარი ზედმეტია.

ხელისუფლების ოპონენტი ამბობს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, წიააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩევლისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე პასუხს მიიღებს.

„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი დოკუმენტის 47 გვერდი საქართველოს ეხება და მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში, ხოლო ხელისუფლება ამას არ იმჩნევს და ჯიუტად იმეორებს რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა, რთულია რაიმე სახის პოლიტიკური შეფასების გაკეთება. ეს ალბათ უფრო ფსიქიატრებს უნდა მივანდოთ.

პენიტენციალურ სისტემაში დამამცირებელი და ძალადობის ფაქტები, მაჩალიკაშვილის საქმე, როდესაც ხელისუფლება დემონსტრაციულად ამბობს უარს მის მიერვე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის, მკვლელობის გამოძიებაზე, ხაზგასმა დასკვნაში, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე, ქვეყანაში სადაც გითითებენ, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოწვევად რჩება, სადაც იდევნება ბიზნესი და თავისუფალი მედია, აპატიმრებ და ფიზიკურად უსწორდები ოპოზიციას, საერთოდ რა ადამინის უფლებებზე შეიძლება ვისაუბროთ. ან როგორ შეიძლება ვახსენოთ დღეს საქართველოში სიტყვა დემოკრატია, როცა ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიაზაცია და ეხლა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტიც თითქმის პირდაპირ მიუთითებს საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის პრობლემაზე, რა დარჩა?! - არც არაფერი. ეს განაჩენია ივანიშვილის ხელისუფლების და ჰიპოტეტურად მას მხოლოდ ერთი სიკეთე შეუძლია გაუკეთოს, ქართველ ხალხს, რომელმაც ეს ყველაფერი თავის თავზე იწვნია და დიდი ხანია იცის, მისცეს საშუალება განაჩენის აღსრულების და ვადამდელი არჩევნების გზით ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ივანიშვილმა დიდი ხანია უკვე გადაკვეთა წითელი ხაზი და თუ ის მაინც შეეცდება ძალაუფლების უზურპაციას, საკმაოდ მწარე მუშტს მიიღებს ქართველი ხალხისა და დემოკრატიული სამყაროს მხრიდან”- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42