"ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეგნებულად ძალიან მავნებლური პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს წაყრუებას და რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ხელისუფლება რომ საჭიროა ოკუპაციის ხაზის გაძლიერება, პატრულირების გაძლიერება და პირადი შემადგენლობის გაათმაგება,"-აცხადებს გია ბარამიძე.
ოკუპანტი ქვეყნის მიმართ არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას "ევროპული საქართველოც."
"რატომ არ ვუქმნით ჩვენი მხრიდან არავითარ დისკომფორტს იმ ადამიანებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომლებიც ჩვენ მოქალაქეებს აწამებენ, იტაცებენ და კლავენ. ეს არის საკითხი, რომელიც მაღელვებს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება რუსეთის აგრესიული ნაბიჯების საპასუხოდ ატარებს სრულიად უპრინციპო, უთავმოყვარეო და არაპრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც კიდევ უფრო ათავხედებს საოკუპაციო რეჟიმს,"-აცხადებს ოთარ კახიძე.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ადეკვატურად მოქმედებს და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ეფექტურად იყენებს.
"ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი რაც გაგვაჩნია ე სარის საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა ამ საკითხში და ცხადია ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ და ვაყენებთ საქმის კურსში საერთაშორისო საზოგადოებას,"-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა.
მასალის გამოყენების პირობები






