"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს შესახე, შემაშფოთებელ ანგარიშს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, ყველა გზავნილი ნებისმიერმა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ სერიოზულ პრობლემად უნდა მიიღოს თუმცა, საქართველოს ასეთი ხელისუფლება არ ჰყავს.
"თუ ერთი საკითხის გამოყოფაზეა ლაპარაკი, რომელმაც ყველაზე უფრო დააზიანა ქართული დემოკრატია და ჩვენი პარტნიორების თვალში, რომლებიც რეალობას აღწერენ, ამან, ბუნებრივია, სამწუხაროდ, ადეკვატური ყურადღება დაიმსახურა, ეს არის არჩევნები და როგორც ჩაიარა ამ არჩევნებმა. ეს გზავნილი ნებისმიერმა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, ნახევრად პასუხისმგებლიანმა მაინც უნდა მიიღოს, როგორც სერიოზული პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ხელისუფლება დღეს არ გვყავს. ჩვენი გათვლა ამაზე არ უნდა იყოს, თუმცა ლეგიტიმური საერთაშორისო ზეწოლა, რომლის მაგალითია ეს მოხსენებაც, უნდა იყოს და იქნება დემოკრატიული ოპოზიციისა და საზოგადოების ხელში ერთ-ერთი ინსტრუმენტი შემდგომი არჩევნების დროს. ჩვენ ყველა ამ რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობიანად და დემოკრატიულად შეიცვალოს ის კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის დამღუპველი" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






