"საქართველოს მიღწევები დემოკრატიის სფეროში უმოწყალოდ არის სანაგვე ყუთშია გადაგდებული" - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 22:21, 13 Mar, 2019     1115

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს ეხმაურება.

მისი თქმით, ქვეყნის მიღწევრები დემოკრატიის სფეროში უმოწყალოდ არის სანაგვე ყუთში გადაგდებული საქართველო დგას რუსეთის ფედერაციის თარგზე გამოჭრილი რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების გზაზე.

„როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების მოხსენებაში პოულობ იმას, როგორ ეძახის საქართველოს პარლამენტის ე.წ. სპიკერი არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაშისტებს, როდესაც ზუსტად არის აღწერილი ყველა მტკივნეული წერტილი, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს სახელმწიფოებრიობაში, დემოკრატიის ხარისხში და ე.წ. ხელისუფლების ურთიერთობაში საზოგადოებასთან, გულწრფელად მენანება, რომ საქართველოს მიღწევები, რომელიც გვქონდა დემოკრატიის სფეროში, ასე უმოწყალოდ და უგონოდ არის გადაგდებული სანაგვე ყუთში. საქართველოში ჩვენი მოკავშირეების დიპკორპუსია, რომელთაც აქვთ შესანიშნავი საინფორმაციო ქსელი და ღებულობენ ინფორმაციას ყველაფერზე, რაზეც საჭიროა და თავის დედაქალაქებს ამას აცნობებენ. ნურავის, შუშის სასახლიდან დაწყებული კანცელარიით დამთავრებული, ნუ ჰგონიათ, რომ აქ ვიღაც სულელია, რომელიც თავის დედაქალაქს არ უკეთებს ინფორმირებას იმაზე, რომ საქართველო დგას რუსეთის ფედერაციის თარგზე გამოჭრილი რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების გზაზე" - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42