დეკანოზ მამალაძის, მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში გახმაურებულ საქმეებზე
პოლიტიკა - 21:38, 13 Mar, 2019     1608
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშში მოხვდა დეკანოზ გიორგი მამალაძის, თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესი არ იყო სამართლიანი დეკანოზთან მიმართებაში. ამასთან საუბარია ხორავას ქუჩის საქმეზე მირზა სუბელიანის სასარგებლოდ მიმდინარე გამოძიების პროცესზე.

„აგვისტოში, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიორგი მამალაძის სააპელაციო სარჩელი, რომელიც 2017 წელს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულეს. სახალხო დამცველის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ გამოძიებამაც და სასამართლომაც განსასჯელი სამართლიანი პროცესის გარეშე დატოვა. 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისის საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა ესროლეს კონტრტერორისტული ოპერაციის დროს პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში. მისი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებდა, რომ მკვლელობა გაუმართლებელი იყო. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე, ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარების მნიშვნელობას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს გამოძიება ინტეგრირებულობის არარსებობის გამო. სექტემბერში, კომისიამ, რომელსაც ოპოზიციური პარტიის ლიდერი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ გამოძიება დათმობაზე მიდიოდა პროკურატურის ყოფილი გავლენიანი წარმომადგენლის მირზა სუბელიანის სასარგებლოდ. რადგან საგამოძიებო პროცედურამ, მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებების შეგროვების ჩათვლით, სრულიად გვერდი აუარა სუბელიანს და მის ორ ნათესავს, რომლებიც დანაშაულში ფიგურირებდნენ. კომისიამ მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გულგრილობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა,” -ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობა-დაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

წყარო: rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42