არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია" ირაკლი კვარაცხელიას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო თავისუფლების აღკვეთის და სავარაუდო ძალადობრივი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
"ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი, თავისუფლება აღკვეთილი, ირაკლი კვარაცხელიას ინტერესების დაცვას განახორციელებს ცენტრი "ემპათია", ასევე ექსპერტიზაში ჩართული იქნება ცენტრი "ემპათია"ს სასამართლო -სამედიცინო ექსპერტი. შემთხვევას სუპერვიზიას გაუწევს ცენტრი "ემპათია"ს დირექტორი, საერთაშორისო ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი. აღნიშნულის თაობაზე ცენტრმა "ემპათია"მ მიმართა სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.
ასევე ცენტრი „ემპათია" საჭიროების შემთხვევაში მიმართავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს" - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






