პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კამპანია და ორივე შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა - „ევროპულმა საქართველომ“ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა
პოლიტიკა - 19:18, 13 Mar, 2019     1008
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კამპანია და შუალედური არჩევნები - პარტია ’’ევროპულმა საქართველომ’’ საკითხები პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კამპანიაში პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აქტიურად არის ჩართული პროცესში. მისი თქმით, იგეგმება ლიდერების გასვლები რეგიონებში და მოსახლეობასთან შეხვედრა.

პოლიტსაბჭოზე ორი ძირითადი თემა იყო განხილული . პირველი, უკავშირდებოდა იმ კამპანიას რომელიც მთლიანად ოპოზიცია და ‘’ევროპული საქართველო’’ ატარებს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის მოთხოვნით. დაგეგმილი გვაქვს მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება და უახლოეს მომავალში პარტიის მთლიანი ორგანიზაცია და სტრუქტურა ჩაერთვება ხელმოწერების შეგროვებაში, იგეგმება ლიდერების გასვლები რეგიონებში, თბილისში ხალხთან შეხვედრები.

‘’ევროპული საქართველო ‘’ გააკეთებს ყველაფერს, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ქართველი ხალხის ნება , რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და საქართველოში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი საარჩევნო თამაშის წესები , რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლებაში იყოს ის პოლიტიკური ძალა ,რომელსაც აქვს ხალხის მხარდაჭერა და არა ის პოლიტიკური ძალა,რომელიც მუდმივად ისარგებლებს უპირატესობით და არა სამართლიანი სისტემის მხარდაჭერით“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მეორე საკითხი, რაზეც პარტიაში ისაუბრეს, იყო ორი შუალედური არჩევნები, რომელშიც, ბაქრაძის ქმით, ევროპული საქართველო მიიღებს მონაწილეობას. მანვე აღნიშნა, რომ პარტია კოორდინაციაშია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მათი მთავარი ამოცანაა 2020 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

„მეორე საკითხი იყო, შუალედური არჩევნები. რამდენიმე სხვადასხვა არჩევნები ტარდება , ტარდება პარლამენტის მაჟორიტარული და მერის არჩევნები ადგილობრივ დონეზე . ყველა არჩევნებში პარტია ‘’ევროპული საქართველო’’ იქნება წარმოდგენილი .

ჩვენ ვმუშაობთ და კოორდინაციაში ვართ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მთავარი ამოცანაა ეს არჩევნები გამოვიყენოთ, კიდევ ერთხელ იმის საჩვენებლად რომ ქვეყანაში ‘’ქართულ ოცნებას’’ აღარ გააჩნია ხალხის მხარდაჭერა , ხელისუფლებას აღარ გააჩნია სახალხო ლეგიტიმაცია და 2020 წელს მშვიდობიანად არჩევნების გზით აუცილებლად გავუშვებთ სახლში. ‘’- განაცხადა დავით ბაქრაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42