„ის, რაც ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აგერ უკვე 10 წელია, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს. ქალბატონო სალომე, მე ვერც გავიზიარებ და არც მიმაჩნია მისაღებად, ასეთი მძიმე თემებით სპეკულირება მიუხედავად იმისა, რომ მესმის, ოპოზიცია ბრძანდებით. აქ თითის გამოშვერა და ხელისუფლების დადანაშაულება იმაში, რაც შეიძლება ხდებოდეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის თვალსაზრისით, არ მიმაჩნია მისაღებად. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც რუსეთის მხრიდან ხორციელდება 2008 წლიდან. თუ არ ვცდები, მაშინ თქვენი პოლიტიკური ძალა ბრძანდებოდა ხელისუფლებაში. ამიტომ თითის გამოშვერას ხელისუფლებისკენ მე ვერ მივიღებ,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სალომე სამადაშვილმა მინისტრს კონკრეტული მაგალითის დასახელება მოსთხოვა, როდესაც რუსეთს საქართველოს მოქალაქეების გატაცების გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია.
„რაზე მოუწია რუსეთს პასუხის გაცემა გასული წლების მანძილზე? ერთი შემთხვევა დამისახელეთ, რაზე მოუწია პოლიტიკური ფასის გადახდა? ჯობდა არ მოსულიყავით, ვიდრე მოსულიყავით და გეთქვათ, რომ თურმე პოლიტიზირებაა შეკითხვის დასმა? რატომ კლავენ ჩვენს მოქალაქეებს დაუსჯელად, ამაზე კითხვის დასმა საკითხის პოლიტიზირებაა? საერთოდ გესმით სად იმყოფებით და რა ხდება თქვენს თავს?“ - მიმართა სამადაშვილმა ციხელაშვილს.
მასალის გამოყენების პირობები






