„გუშინ საკრებულოს გაერთიანებულ კომისიებზე გამოვიდა და პარასკევს უკვე აპირებენ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცონ. ძნელია წარმოდგენილ დოკუმენტს გენერალური გეგმა უწოდო. ჩვენ მას უკვე ვუწოდეთ კალაძის ბიზნეს გეგმა, რადგან ფაქტობრივად ერთი წელი მან შეაჩერა მიღება, მოსახლეობა მოატყუა, როდესაც თქვა, რომ იმიტომ არ ამტკიცებდა, რომ უნდა დახვეწილიყო რუკები, სინამდვილეში ამ ერთი წლის განმავლობაში, მან გასცა ძალიან ბევრი მავნებლური მშენებლობის ნებართვა, მათ შორის იმ ტერიტორიებზე, რომელზეც გენგეგმა იძახდა, რომ იქ რეკრიაცია უნდა იყოს, შესაბამისას ეს გენერალური გეგმა ვერ მოაგვარებს თბილისელების პრობლემებს, როგორიცაა გამწვანების პრობლემა, საცობების პრობლემა, პარკირების პრობლემა, რაც მთავარია, მავნებლური მშენებლობების პრობლემა, რადგან მაგალითად ისევ ისე შეუძლია თბილისის მერს ექსკლუზიურად გასცეს რეკრეაციულ ზონებში სააგარაკე სახლებისა და სახლების მშენებლობის ნებართვა.
მას ისევ ისე შუძლია გადაამეტოს კოეფიციენტები, მიუხედავად იმისა, რომ მოატყუა თბილისელები, რომ ეს ფაქტობრივად აღარ მოხდებოდა. მათ გუშინ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ გენგეგმის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ თუ ის იტყვის, რომ აქ რეკრეაციული ზონაა, არ შემოვა საკრებულოში ზონალური ცვლილება, სადაც რეკრეაციულ ზონას საცხოვრებელ ზონად გადააკეთებენ. ერთი კონკრეტული ეტალი არსებობს, მაგალითად რეკრეაციულ ზონაში გამონაკლისის წესით თუ შესაძლებელი იყო არაუმეტეს 9 მეტრიანი შენობის აშენება, ახლა უკვე, ოთხსართულიანი სახლების მშენებლობაა დასაშვები. ეს უკვე მათ დამოკიდებულებას გამოხატავს, რომ ისინი არანაირად აპირებენ ამ მიმართულებით რაიმე შეზღუდონ, პირიქით აპირებენ, რომ დაახლოებული კომპანიებისთვის იყოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რათა აკეთონ რაც უნდათ და როგორც უნდათ“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






