საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს ყირიმთან დაკავშირებით პეტრო პოროშენკოს მოსაზრებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პოროშენკოს ნახევარკუნძული პროცესების დასაწყისშივე უკვე დაკარგულად მიაჩნდა.
„როდესაც ეს მოვლენები ხდებოდა, მე მქონდა საუბარი პეტრო პოროშენკოსთან და მან ასეთი რამე მითხრა „იცი, მიშა... შენ ხომ შეეგუე იმ იდეას, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღარასოდეს დაუბრუნდება საქართველოს? ანალოგიურად ჩვენც უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ყირიმი უკრაინაში აღარ იქნება. სამაგიეროდ ჩვენ ამას გავცვლით ევროკავშირის და ნატოს წევრობაში.“- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მან უპასუხა პოროშენკოს, რომ აუცილებელი ქმედბა, ყირიმის კონფლიქტი კი პირიქით ხელს შეუშლიდა უკრაინას ნატოსა და ევროკავშირის გზაზე.
„მე მას ვუთხარი... პირველ რიგში, ვინ გითხრა, რომ მე შევეგუე იმას, რომ ჩვენ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ? მეორეც ვინ გითხრა, რომ თუ ყირიმის შესანარჩუნებლად არაფერს გააკეთებთ, თქვენ ევროკავშირში და ნატოში მიგიღებენ? უფრო მეტიც: ეს იქნება სწორედ მიზეზი, რომ არ მიგიღონ. მესამე - ვინ გითხრა, რომ ეს ამბები ყირიმზე შეჩერდება და დონბასზე არ გავრცელდება? მან მიპასუხა: არა, დონბასში სრულებით სხვა სიტუაციაა, ჩვენ იქ ძლიერი პოზიციები გვაქვს, რაც შეეხება ყირიმს, მან მიტხრა რომ იქ თათრები იმოქმედებდნენ.“- განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






