„კორიფციული შემთხვევები, ტენდერების სკანდალი თუ რუსული "დედოვშინა" უსაფრთხოების სექტორში კრიზისის მაჩვენებელია“ - ბათუ ქუთელია
პოლიტიკა - 16:41, 13 Mar, 2019     1073
"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებულმა კონსტიტუციამ, ეს პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა.

ქუთელიამ "ნიუპოსტთან" თავდაცვის სამინისტროს სკანდალზე ისაუბრა, სადაც წვევემდელთა ცემისა და ფულის გამოძალვის ფაქტებმა იმატა.

"ჯარში და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორში ძალიან სერიოზული პრობლემებია. ქვეყანაში მოშლილია უსაფრთხოების სექტორის დაგეგმვის, მართვის და კონტროლის ინსტიტუციური სისტემა, რაც პირველ რიგში გამოიწვია კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, სადაც გააზრებული არ იყო უსაფრთხოების კომპონენტი და მისი ინსტიტუციური უზრუნველყოფა. ასეთი სისტემური პრობლემის შედეგია სწორედ მსგავსი გამოვლინებები”- უთხრა „ნიუპოსტს“ ქუთელიამ.

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი უსაფრთხოების თვალსაზრისით მთავარ გამოწვევად პრიორიტეტების არარსებობას ასახელებს.

„ინსტიტუციური მექანიზმი, უსაფრთხოების სექტორზე კონტროლი და მართვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პრიორიტეტების სწორად დაგეგმვა, შემდეგ მისი განხორციელება და ეფექტური ზედამხედველობაა, მათ შორის პარლამენტის მხრიდან. არცერთი ეს კომპონენტი დღეს არ ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვხედავთ, იქნება ეს კორუფციის შემთხვევები, ტენდერების სკანდალები, თუ რუსული, უკვე დავიწყებული "დედოვშინის" მაგვარი ფაქტები უსაფრთხოების სექტორში კრიზისის მაჩვენებელია"- აღნიშნა ექსპერტმა.

ბათუ ქუთელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტების გახშირებას ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობას უკავშირებს. ექსპერტის თქმით, რუსული პროვოკაციების განეიტრალების შესაძლებლობა ქართველ სპეციალისტებს აქვთ თუმცა ამისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს:

"ეს პრობლემაც კავშირშია იმ ინსტიტუციურად მოშლილ უსაფრთხოების სისტემასთან, რომლის ამოცანაც ასეთი ტიპის გამოწვევებზე და პროვოკაციებზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა უნდა იყოს. მისი პირდაპირი ფუნქცია პრევენციაა. დღეს კი ვხედავთ, როგორ იტაცებენ ოკუპანტები ადამენებს საოკუპაციო ხაზიდან, პირდაპირ, საქართველო კონტროლირებად ტერიტორიაზე გვიკლავენ ადამიანებს და ითხოვენ გამოსასყიდს.

სამწუხაროდ, ეს არის არაფორმალური მმართველობის შედეგი, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.

უსაფრთხოების სტრუქტურებს ასეთი ტიპის პროვოკაციების თავიდან აცილება და შემდეგ სწორი რეაგირება შეუძლიათ, ასევე შესწევთ უნარი დამნაშავეების საერთაშორისო დონეზე პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ, თუმცა ამის განხორციელებას სჭირდება პოლიტიკური მანდატი, კარგადა დაგეგმილი და შემდეგ კარგად განხორციელებული სტრატეგია. ამ ყველაფრის არარსებობა ქმნის ვაკუუმს, რომელსაც ჩვენი მოწინააღმდეგები, რუსები ეფექტურად იყეწნენებენ და ასეთი ტიპის პროვოკაციებით ცდილობენ ჩვენი მოქლაქეებისთვის ზიანის მიყენებას, რაც საბოლოოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას იწვევს. თუ ასეთ სიტუაციებში სახელმწიფო იქნება უძლური უპასუხოს რუსულ პროვოკაციებს, ეს საბოლოოდ გამოიწვევს სახელმწიფო ეროზიას, შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება, რაც ასუსტებს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას"- თქვა ქუთელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42