"ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება" - დავით ზალკანიანი მოსახლოებას აფრთხილებს
პოლიტიკა - 14:43, 13 Mar, 2019     22384
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა შეტყობინებასა და ინფორმაციაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას და მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ თავშესაფრის მოთხოვნისგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რადგან ყველანაირი ასეთი მცდელობა ფუჭია.

„ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უსაფრთხო ქვეყნების რიცხვშია შეყვანილი. ეს გულისხმობს, რომ თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებული არც ერთი მიმართვა არ იქნება დაკმაყოფილებული. ამიტომ საზოგადოებას და ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავს მძიმე მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებენ, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად განიხილება და თავშესაფრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, უწყებისთვის ცნობილია ესპანეთის შემთხვევის შესახებაც, სადაც თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ბარსელონას გადაუდებელი აუცილებლობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და ღამეს ქუჩაში ათევს.

„ჩვენი კონსული შეხვდა მათ და განუმარტა ყველანაირი პროცედურები. მათ ასევე შეხვდა ადგილობრივი საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები და მათ განემარტათ, რომ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და მომავალში ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ იქნება არცერთ ევროკავშირის ქვეყანაში დაკმაყოფილებული", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42