ისტორიული დავა ბაგრატიონების სხვდასხვა შტოებს შორის - დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებით, საპატრიარქომ 15 წლის წინ ჩაატარა დნმ-ის ფარული კვლევა და დაადგინდა, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არ იყო ბაგრატიონი და იგი ქართული წარმოშობის დნმ-ს ატარებდა.
ამავე ადვოკატმა გუშინ განაცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არა ბაგრატიონი, არამედ სიხარულიძეა, შესაბამისად ანა ბაგრატიონიც სიხარულიძეა.
თუ ადვოკატის ნათქვამით ვიმსჯელებთ, სამეფო ქორწილი ანა და დავით ბაგრატიონებს შორის 2010 წელს, ანუ 9 წლის წინ იყო, შესაბამისად, საპატრიარქომ სამეფო ოჯახის შექმნაზე ისე იზრუნა, რომ იცოდა, ერთ-ერთი შტოს არაბაგრატიონული სისხლის შესახებ:
„15 წლის წინ, პირდაპირ გეტყვით, საპატრიარქომ ჩაატარა საიდუმლოდ ბაგრატიონთა დინასტიის სხვა და სხვა წარმომადგენლების დნმ კვლევა და აღმოჩნდა მათ შორის, რომ ბატონ ნუგზარს არ აღმოაჩნდა ბაგრატიონების ჰაბლო ჯგუფი.
კერძოდ, ბაგრატიონებს აქვთ Q3A1A1, ეს არის ციმბირული დნმ-ის სისხლის ჯგუფი, ირიბად გუშინ ბატონმა ანდრიაძემ ჯერ განაცხადა, რომ აღნიშნული დნმ-კვლევა არ ჩატარებულა, შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული დნმ-კვლევა ჩატარდა და ბატონ ნუგზარს აღმოაჩნდა ქართული დნმ-ჯგუფი, ქართული დნმ ჯგუფი არის J1 და J2 და არა Q3A1A1, რაც იმას ნიშნავს, რომ ირიბად ბატონმა ანდრიაძემ გასცა ბატონი ნუგზარის საიდუმლო, როცა თქვა რომ მას აქვს ქართული ჰაბლო ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონი ნუგზარი არ არის ბაგრატიონი“, - განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






