მერია 317 ბიბლიოთეკარს უსამსახუროდ ტოვებს - სკანდალური დოკუმენტი
პოლიტიკა - 13:51, 13 Mar, 2019     2737

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი, "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი სსიპ ,,ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის" წარმომადგენლებს შეხვდა.


როგორც ბიბლიოთეკარებმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან განაცხადეს, იგეგმება მათი სამსახურებიდან გათავისუფლება და ამისთვის თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს. თეონა ჭალიძემ დღეს ის დოკუმენტიც გაასაჯაროვა, რომელზე ხელმოწერასაც ბიბილიოთეკარებს სთხოვენ.

,,სამწუხაროდ, თბილისის მერი, კახა კალაძე აგრძელებს წინამორბედის პოლიტიკას და ყველანაირი მეთოდით ცდილობს კადრების წმენდას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამას მოწმობს ის შეთანხმებაც, რომელზე ხელის მოწერასაც სთავაზობს მერიის ააიპ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება" ბიბლიოთეკარებს. საუბარია 317 თანამშრომელზე. შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში, 2019 წლის 1 აპრილიდან ამ ადამიანების ბედი იქნება სრულიად გაურკვეველი.

მსგავსი შემთხვევა გვქონდა რამდენიმე წლის წინაც, როდესაც მხოლოდ მერიიდან და გამგეობებიდან 1000-მდე თანამშროომელმა დატოვა თანამდებობა და ეს მოხდა დავით ნარმანიას მიერ, მერის პოსტის დაკავებიდან სულ რამდენიმე თვეში. ზოგმა იძულებით - პირადი განცხადების საფუძველზე, ზოგიც ბრძანებით გაანთავისუფლეს.

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების სიმძიმე მე საკუთარ თავზე გამოვცადე. შემთხვევიდან ოთხი წლის თავზე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ განთავისუფლებულად მცნეს, ისევე როგორც არაერთი სხვა. სწორედ იგივე მეთოდებით, მოტყუებით ცდილობენ ამჯერად ბიბლიოთეკარების განათავისუფლებას.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ მათ, ხელის მოწერამდე კარგად დაფიქრდნენ და არ მოტყუვდნენ. თბილისის მერიამ ერთხელ უკვე წააგო სასამართლოში დავა ბიბლიოთეკარებთან და ახლა ამ მეთოდს მიმართავს, რითაც რამდენიმე დღეში შეიძლება კიდევ გაიზარდოს უმუშევართა რიგები. მათ ადგილზე კი „ქართული ოცნების" აქტივისტები ვიხილოთ" - განაცხადა თეონა ჭალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42