ბექა ოდიშარია კახა კალაძეს პასუხობს
პოლიტიკა - 13:36, 13 Mar, 2019     3616

კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ბექა ოდიშარია მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობენ, თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობას ვერ შეძლებს, რადგან აღნიშნული თბილისის ინტერესებში არ შედის.

კალაძის პასუხად განცხადება ოდიშარიამ „ნიუპოსტთან“ გააკეთა:

„მე არა ერთხელ მითქვამს, რომ მთავარი არის ქალაქის ინტერესი და ყველამ საკუთარი ქმედებები სწორედ თბილისის ინტერესს უნდა მივუსადაგოთ.

ასე ვფიქრობდი სხვა საინვესტიციო ქეისების შემთხვევაში და ასე იქნება ახლაც.

სრულიად ვიზიარებ მერის განცხადებას და მადლობას ვუხდი მას იმ რეალობის ნათლად წარმოჩინებისათვის, რასაც ასე საგულდაგულოდ ამახინჯებდნენ ამ პერიოდში, როგორც მედიის სხვა და სხვა წარმომადგენლები, ისე თბილისის ფსევდო გულშემატკივარი პოლიტიკოსები, რომელთა ერთ ნაწილს სხვათაშორის წილიც უდევთ შექმნილ სიტუაციაში.

აღნიშნული მიწის ნაკვეთები მეტწილად აუქციონის წესით მაქვს შეძენილი მშენებლობის უფლებით და ეს პროცესი ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყო.

არცერთი აუქციონისას არც სიტყვიერად და მითუმეტეს არც წერილობით არსად არ თქმულა იმის შესახებ, რომ აქ რაიმე შეზღუდვა არსებობდა.

ეს ძალიან ადვილი გადასამოწმებელია, რადგან ყველა ეს ინფორმაცია საჯარო გახლავთ.

წინა ხელისუფლების მიერ გარკვეული მიზნებით გაუქმებული და შესაბამისად ბაზიდან ამოღებული იყო ის დადგენილებები, რომელიც შემუშავებული იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80 იანი წლების დასაწყისში .

შესაბამისად იქნება ეს ლანდშაფტი, თუ სხვა , სადღეისოდ ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს განსხვავებული სურათი და რეალობა დედაქალაქში.

ასე მაგალითად, თუ კი ვიხელმძღვანელებთ და დავედარებით 80-იანი წლების მიდგომებს და მდგომარეობას, თბილისთან ახლად შემოერთებული რამოდენიმე სოფელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს .

რაც შეეხება კონკრეტულ მიწის ნაკვეთებს,ხაზგასმით უნდა აღვნიშნო , რომ მე ისინი შევიძინე არსებული ლანდშაფტური მდგომარეობით და მასზე განსაკუთრებული ზემოქმედება მომავალში არც განიხილებოდა!

განსხვავებით იმ აპოკალიპტური სცენარისაგან, რომელიც ვიხილეთ ტროლების მიერ წარმოებულ კამპანიებში, როდესაც 3500 მ2 მიწის ნაკვეთი სამშენებლო

“ პოლიგონად “შეასაღეს მოსახლეობას, ხოლო ერთი, სამ სართულიანი, მრავალ ტეხილიანი შენობა კი რომელიც მხოლოდ ერთ ადგილას აღწევდა 5 სართულიან ნიშნულს, თანამოქალაქეებს შეასაღეს,ათ, ოცდაერთ სართულიან მშენებლობად.

თუმცა ბუნებრივია ნებისმიერი მშენებლობა ახდენს ზემოქმედებას გარემოს ენდემურობაზე.

დღეს მერიას განსხვავებული დამოკიდებულება და მიდგომები აქვს, რომელსაც მე , როგორც რიგითი თბილისელი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ძველი უბნიდან, მხარს ვუჭერ და ვიზიარებ.

დასრულების პროცესშია ახალი გენგეგმა და მე ამ აჟიოტაჟამდეც არა ერთხელ დამიფიქსირებია, რომ ჩვენს თაობას აქვს შანსი გადაარჩინოს თბილისი იმ ურბანულ კატასტროფას, რომლის წინაშეც ჩვენი ქალაქი აგერ უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია დგას.

ასე, რომ ვფიქრობ დღევანდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ასე უნდა იქნას აღქმული, რამდენადაც არ უნდა იყოს მესაკუთრე კეთილსინდისიერი და კანონის წინაშე გამართული, თუ კი ქალაქის ინტერესი განსხვავებულია,

უნდა არსებობდეს ორმხრივი კეთილი ნება, რომ ცივილიზებული დამოკიდებულებების გზით იზეიმოს უფრო დიდმა სიკეთემ“, - აცხადებს ოდიშარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42