ბიზნესზე ზეწოლის ახალი ფაქტი - ბიზნესმენი ბათუმის მერსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ტერორში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 13:23, 13 Mar, 2019     1637
ბიზნესმენი ლევანი კანთელაძე, რომელიც სამშენებლო კომპანია "დექსტერ დეველოპმენტის" ხელმძღვანელია, ხელისუფლებას ზეწოლასა და ტერორში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ბათუმის ცენტრში 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობას, რომლის ნებართვა ბიზნესმენმა კულტურული მემკვიდრეობის სააგანეტოსგან მიიღო თუმცა მოგვიანებით მერიამ მშენებლობის ნებართვა გააუქმა.

კანთელაძე ამბობს, რომ საქმეში აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის ინტერესებს ხედავს.

უფრო კონკრეტულად ბიზნესმენმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ 2016 წელს ნინოშვილის 25 ნომერში ბარაკული ტიპის სახლების ნაცვლად მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა უნდა დაეწყო, რისთვისაც კა-2 კოეფიციენტის გაზრდაზე მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა.

კანთელაძის თქმით, ხელისუფლების ტერორის შედეგად, უცხოელი ინვესტორი ქვეყნიდან წავიდა და ბანკიდან გამოტანილი თანხის პროცენტების გადახდა თავად უწევს.

„ბათუმის მერს ლაშა კომახიძესაც შევხვდი. მან მითხრა, რომ ეს სახლი არ უნდა აშენდეს. როცა მიზეზი ვკითხე, არგუმენტირებული პასუხი ვერ გამცა. არ უნდა აშენდესო და მორჩა… შემდეგ ვთხოვეთ ადგილმონაცვლეობა და შემოგვთავაზეს მიწა ბაგრატიონის ქუჩაზე. ჩვენ ამაზეც თანახმა ვიყავით, თუმცა შემდეგ ამაზეც უარი გვითხრა კომახიძემ“- აცხადებს ბიზნესმენი.

ბიზნესმენის თქმით, ლაშა კომახიძემ მას განუცხადა, რომ ეს საკითხი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის, თორნიკე რიჟვაძესთვის უნდა შეეთანხმებინა.

„არავითარი ჩანაცვლება არ მოხდება, რადგან მაგ მიწაზე თორნიკე რიჟვაძეს ჰყავს სხვა ინვესტორი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე თქვენო.

შემდეგ მითხრეს, რომ შევხვედროდი რიჟვაძეს, მაგრამ არ შევხვდი. რატომ უნდა შევხვდე მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძეს? ხვალ სხვამ რომ დამიბაროს, იმასაც უნდა შევხვდე...

ზეწოლას განვიცდი პირადად ლაშა კომახიძისგან და თორნიკე რიჟვაძესგან იმიტომ, რომ თორნიკე რიჟვაძე ახორციელებს, ლაშა კომახიძეს მეშვეობით, მიზანმიმართულად ჩვენს ჩაძირვას.

ერთადერთი მიმართვა მინდა გავაკეთო ბატონ პრემიერზე, ღია წერილით უნდა მივმართო, რომ მიაქციონ აჭარას ყურადღება. აქ კანონი არ არის, არანაირი კანონი არ არის, არავის არაფრის გაკეთება არ უნდა და ჩემნაირი ათასია, მაგრამ მე უფლება არ მაქვს, ვიღაცეების სახელები და გვარები დავასახელო,“ - განაცხადა ლევან კანთელაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42