ადგილობრივების ინფორმაციით, 29 წლის ახალგაზრდა ოკუპანტებმა ცემით მოკლეს. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი რუსულ სამხედრო ბაზაზე სცემეს, დაზიანებები მას თავისა და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.
„გავიგე მოუკლავთ საწყალი ბიჭი. ექიმები რომ მოუყვანიათ, მკვდარი ყოფილა. ნაცემი იყო ზურგის მხარეს, ტვინის მხარეს. რუსების ბაზაზე მოხდა ეს. ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა და დაუკავებიათ. უცემიათ და ალბათ შემოაკვდათ. ექიმები რომ მისულან, უთქვამთ, რომ ჩვენ ვერაფერს ვუშველითო“- ამბობს ადგილობრივი.
რუს ოკუპანტებთან მომხდარ შელაპარაკებას ადასტურებს კიდევ ერთი თვითმხილველი.
„მანქანა მოვიდა ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. შელაპარაკება მოუვიდათ, ცოტა ნასვამი იყო საწყალი ბიჭი,იყო ბაზაზე(შელაპარაკება). იქ ცუდად გახდა ექთნები მიუყვანეს, დახმარება გაუწიეს, მაგრამ ექთნები ვერაფრით დაეხმარებოდნენ. რუსების ბაზაზეა გარდაცვლილი, შეიძლება კი არა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სცემეს. ძალიან ხშირია ასეთი ფაქტები, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რუსები ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან, მაგრამ ამის თაობაზე არავის მიუწოდებია საქართველოს ხელისუფლებისთვის ინფორმაცია და არ არის ცნობილი,“-ამბობს თვითმხილველი.
მასალის გამოყენების პირობები






