ოპოზიციარა "გაზპრომთან" გაფორმებული ახალი ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. ხელისუფლებს ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელშეკრულების დეტალები ამ დრომდე კომერციულ საიდუმლოებად რჩება.
"ის პირობები რაც ჩვენ გვქონდა, როცა პირდაპირ ვიღებდით გაზსს ტრანზიტის საფასურად, ეს ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი იყო. დღეს გაუგებარია ფინანსურად და სტრატეგიული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ახალი ხელშეკრულების პირობები რას აძლევს და რას აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ "გაზპრომის" საკითხი და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მისვლის დროს, რომელზეც ისინი მწვავე კითხვებს დასვამენ.
"მნიშვნელოვანი არის რომ ახალი ხელშეკრულების დეტალები ვიცოდეთ იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" ხელში, ეს არის მუდმივი დათმობები რუსეთის მიმართ,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ რუსულ ენერგოგიგანტთან მოლაპარაკებები წარამტებულად დასრულდა.
უწყების ცნობით, სატრანზიტო საფასური გაზრდილია, რუსული გაზის შესასყიდი ფასი კი შემცირებული და რომ ახალი ხელშეკრულება ძალაში 2021 წლამდე დარჩება.
ეკონომიკის სამინისტრო სხვა დეტალებს არ ახმაურებს.
მასალის გამოყენების პირობები






