"ინტერნეტში საჯაროდ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის გადმოწერა, შენახვა, ან გავრცელება არ შეიძლება იყოს დასჯადი" - ანი აროშიძემ და გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს
პოლიტიკა - 10:14, 13 Mar, 2019     1167
ანი აროშიძემ, რომელიც 2019 წლის 31 იანვარს დააკავეს ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო, „გირჩის" ლიდერებთან, ზურა ჯაფარიძესა და იაგო ხვიჩიასთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.


ანი აროშიძეს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რაც გულისხმობს ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელებას, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის (აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები) პირველ, მე- 2 და მე- 5 პუნქტებთან და საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის (საპროცესო უფლებები) მე-9 პუნქტთან.

კერძოდ, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ინტერნეტში უკვე გავრცელებული ინფორმაცია არის საჯარო, მისი მოპოვება, შენახვა და გაგზავნა პირადი მიმოწერის საშუალებით არ შეიძლება იყოს დანაშაული. ანი აროშიძის აზრით, ის რაც მან ჩაიდინა, არის გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია მსგავსი საქციელისთვის რაიმე სახის სანქციის დაკისრება.

“როგორც იცით, 16 ადამიანს ემუქრება პატიმრობა 4-დან 8 წლამდე იმის გამო, რომ მათ ინტერნეტში საჯაროდ განთავსებული ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ჩანაწერები უპოვეს... ზოგმა მოიპოვა, ზოგმა შეინახა. ეს არის სრული სიგიჟე. არ შეიძლება ადამიანს ამის გამო სჯიდეს სახელმწიფო. ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ინტერნეტში საჯაროდ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, თუ ფაილი, მისი მოპოვება იქნება, თუ გადმოწერა იქნება, თუ გავრცელება იქნება ზოგადად არ შეიძლება იყოს დასჯადი,“- განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42