პრეზიდენტი პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდა. ზურაბიშვილი ამ დროს თბილისში იყო, თუმცა, მიღებაზე არ მივიდა.
რუსთაველის თეატრში სალომე ზურაბიშვილის დასახვედრად ემზადებოდნენ და იქ იყო მისი პირადი ფოტოგრაფიც.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, მედიასთან განაცხადა, რომ პრეზიდენტის დასწრება-არდასწრებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
„პრეზიდენტს ჰყავს შესანიშნავი პრესსპიკერი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და შეგიძლიათ, მეტი ინფორმაცია მათგან მიიღოთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.ქართული ოცნებიდან დემარშით წასული ეკა ბესელია კი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიღებაზე მიწვეული იყო.
ევროპული საქართველოს წევრი, გიგი წერეთელი, მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის ღონისძიებებს პრეზიდენტი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ცუდად გახდა და სწორედ ამის გამო ვერ დაესწრო ღონისძიებას.
მასალის გამოყენების პირობები






