ჟვანიას ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო კლდე ჩამოიშალა - მომხდარში კალაძეს ადანაშაულებენ
პოლიტიკა - 21:08, 12 Mar, 2019     1607

ნინო ჟვანიას ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო კლდე ჩამოიშალა - აღნიშნულში ექსპერტ-გეოლოგებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ადანაშაულებს.

მათი განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობები შეჩერებული იყო, თუმცა, მერიის სპეციალური ნებართვის საფუძველზე სამუშაოები განახლდა.

„მიმდინარეობს უკანონოდ დაკანონებული მშენებლობები ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე. პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე ცალსახად არის თბილისი მერიის მისამართით და კონკრეტულად, თბილისის მერის, რომელიც ყველა ასეთ ფაქტზე არის ძალიან მშვიდი, არ რეაგირებს,“ - აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი.

იმავე აზრზე არიან გეოლოგებიც:

„ფაქტობრივად, დააბეტონეს მდინარის ხეობა და რაღაც ერთმეტრიანი დიამეტრის საოცარ ხვრელში მოაქციეს მდინარე, რომელიც შეიძლება, ისე ადიდდეს სეზონურად, შეიძლება, ჩამორეცხოს მთლიანად და ჩამოიტანოს,“ - განმარტავს თეა გოდოლაძე.

დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„მშენებლობები, რომლებიც იქ მიმდინარეობდა, ჩვენ ხელმეორედ გადავამოწმეთ. გაჩერებულიც კი იყო რაღაც პერიოდი მშენებლობები იმიტომ, რომ გვსურდა, დავრწმუნებულიყავით, რომ არ იყო რაიმე გეოლოგიური პრობლემა. შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ყველა მშენებლობას, რომელიც მიმდინარეობს ჟვანიას ქუჩაზე, მათ, გეოლოგიიდან გამომდინარე, არ ესახება რაიმე პრობლემები,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მიწა ჟვანიას ქუჩაზე დღეს ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42