თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურდა, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომსახურე ორმა ჯარისკაცმა რამდენიმე წვევამდელზე ფულის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა.
თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ იმ დანაყოფის მეთაურებს, რომელის წევრებიც ძალადობაში ბრალდებულები არიან.
19 წლის ქაზიმ გახრამანოვი ფულის გამოძალვის შესახებ გუშინ საუბრობდა.
დაზარალებული წვევამდელი ყვებოდა, როგორ გააღვიძეს ის ღამით და ფული სთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჯარისკაცის თქმით, მომხდარს სერჟანტი ესწრებოდა.
დღეს კი მან ისიც განაცხადა, რომ ბაზიდან გამოსვლისას ერთ-ერთმა ჯარისკაცმა წერილი გამოატანა და სთხოვა, მამამისისთვის გადაეცა, რათა მას დახმარებოდნენ, რადგან ისიც ნაცემი და ძალადობის მსხვერპლია.
მასალის გამოყენების პირობები






