„გაზპრომთან“ მოლაპარაკება დასრულდა - „გვაქვს კომერციული პირობების გაუმჯობესება“
პოლიტიკა - 19:43, 12 Mar, 2019     961

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დასრულებულია. ვრცელი განმარტება თურნავამ დღეს გააკეთა:

„ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები რუსული გაზის სომხეთთან ტრანზიტთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ეს საკითხი წარვუდგინეთ მთავრობას. მიუხედავად საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა, ჩვენ ვხელმძღვანელობდით ორი ძირითადი პრინციპით და ეს ორივე პრინციპი ზედმიწევნით დაცულია. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ბაზრის ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სეგმენტი - მოსახლეობა და ელექტროენერგიის წარმოება - სრულად მარაგდება და კვლავაც მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით. აზერბაიჯანი კვლავ რჩება ჩვენს მთავარ მომწოდებლად და სტრატეგიულ პარტნიორად გაზის სფეროში. უფრო მეტიც, უახლოეს წლებში აზერბაიჯანული გაზის წილი კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბაზარზე, შაჰდენიზის მეორე ფაზის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ.

მეორე ამოცანა იყო ჩვენი პოზიციების გაუმჯობესება „გაზპრომთან“. ჩვენ მივაღწიეთ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით - სატრანზიტო საფასური, რომელსაც ჩვენ გვიხდიან, არის გაზრდილი, ხოლო რუსული გაზის შესასყიდი ფასი შემცირებულია, ეს იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კერძო ბიზნესი დაინტერესდება ამ ალტერნატივით. ხელშეკრულება გახანგრძლივდა 2 წლით და ეს ხელშეკრულება იმოქმედებს 2019-2020 წლის განმავლობაში

„გაზპრომთან“ შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მე ციფრებს ვერ დავასახელებ. სწორედ ეს არის კომერციული საიდუმლოების არსი, რომ არ ვთქვა კონკრეტული ფასები, მაგრამ გეუბნებით დინამიკას, რომელიც ორივე შემთხვევაში არის ჩვენს სასარგებლოდ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42