„დაელოდეთ „კოსას“ - თეა წულუკიანმა მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმი კვლავ საიდუმლოდ დატოვა
პოლიტიკა - 18:46, 12 Mar, 2019     1088
„დაელოდეთ „კოსას“ - თეა წულუკიანმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმი კვლავ საიდუმლოდ დატოვა.

წულუკიანმა ოპონენტებს მიმართა და აღნიშნა, რომ იქნება თუ არა თანამდებობაზე, ის მაინც ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ იბრძოლებს მათ წინააღმდეგ.

მისი თქმით, თემის ამოწურვის გამო ოპონენტები იმედგაცრუებულები დარჩნენ.

„სხვადასხვა აღმასრულებელ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, არასოდეს არ იქნება ის, ოპონენტების მინდა, ავუხსნა, რომ რღვევის ნიშანი ჩემი მხრიდან. პირიქით, ამომრჩეველი ვიქნები უბრალოდ თუ სხვა პოზიციაზე, ოპონენტებს მინდა, დავუდასტურო, მე მათთვის ყოველთვის ვიქნები ქართული ოცნების ქოლგის ქვეშ მებრძოლი მათი ერთ-ერთი ყველაზე ხმალამოღებული პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ეს მათთვის, ალბათ, საწყენია, რადგან იმედგაცრუებას ვატყობ იმისთვის, რომ თემა ამოიწურა. მაგრამ ეს არის ასე,“ - აღნიშნა წულუკიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმისთვის რომ თემა ამოწურულიყო, საკითხის მოგვარებაში ჩაერია თუ არა ბიძინა ივანიშვილი, წულუკიანმა წინა ხელისუფლების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთი ადამიანი გადაწყვეტილებას მაშინ იღებდა.

„ყველაფერს წყვეტდა ერთი კაცი ხოლმე, რომელიც ახლა "მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსის" სახელით არის მსოფლიოში ცნობილი, ინერციით გრძელდება და გგონიათ, რომ ყოველთვის ერთი კაცი უნდა წყვეტდეს საკითხებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხშირად ასე არ არის. ამ შემთხვევაშიც ის აღმასრულებელი თემა, რაც იყო, ჩვენ განვიხილეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რაც გუნდის საერთო პოზიციაა და ეს იყო ჯანსაღი პროცესი... დაელოდეთ კოსას“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42