თეა წულუკიანის წასვლის შესახებ გავრცელებული ხმები და მისი ულტიმატუმი - იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ის თანამდებობაზე რჩება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი აღნიშნა, რომ გუნდშ ულტიმატუმებს არავინ აყენებს.
აღნიშნულზე კომენტირებისას, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ მაშინ როცა მინისტრი მთავრობას ულტიმატუმის ენით ესაუბრება, გუნდში არსებულ კრიზისზე მოუთითებს:
„ბიძინა ივანიშვილის მიერ დანერგილი ეს მახინჯი მმართველობის სისტემა მთლიანად ძირგამომპალია და სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია. ჩვენ, პრაქტიკულად, ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ, რომ მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოშლილია პრაქტიკულად, ვინაიდან მთავრობის წევრები ასე სატელევიზიო ეთერებით საქმეებს ურჩევენ ერთმანეთს. გუშინ მოვისმინეთ თეა წულუკიანის პირდაპირი ულტიმატუმი მთავრობის მიმართ, სადაც მუქარა გააჟღერა. დღეს მოვისმინეთ მთავრობის მეთაურის ენის მოჩლექით საუბარი და პრაქტიკულად, ბოდიში თეა წულუკიანის მიმართ,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






