გახრამანოვი ამბობს, რომ წვევამდელმა, რომელსაც ასევე ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მას წერილი გამოატანა, სადაც ითხოვდ, რომ მის მშობლებს სხვა ნაწილში გადაყვანას სთხოვდა.
„სამხედრო ნაწილიდან რომ გამოვდიოდი ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, რომელიც ასევე ნაცემია, წერილი გამომატანა. მარნეულელი ბიჭი, რომელიც ამ ნაწილში მსახურობს წერს, რომ როცა მე დავტოვებ კრწანისის სამხედრო ბაზის ტერიტორიას ხმამაღლა ვთქვა ყველაფერი, ჩემს მშობლებს უთხარი, რომ ამ ნაწილიდან სხვა ნაწილში გადამიყვანონ. ამ წერილში სხვა არაფერი წერია. ფურცლი უკანა მხარეს იყო მიწერილი მამის სახელი და ტელეფონის ნომერი. მე ჯარისკაცის მამას დღეს დავუკავშირდი და ისინი შვილის სანახავად კრწანისის ბაზაზე მივიდნენ“ - ჰყვება ქაზიმ გახრამანოვი კურიერთან.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი ბაზერაშვილი აცხადებს, გამოძიების ამ ეტაპზე არ დასტურდება ის ბრალდებები, რომლის შესახრბაც წვევამდელი გახრამანოვი ტელევიზიით ჰყვება.
"გამოძიების ამ ეტაპზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება ის ბრალდებები, რაც ტელევიზიით იქნა გაჟღერებული სამხედრო სავალდებულო მოსამსახურის მიერ.
"გუშინ ვცდილობდით, გამოძიებას სურდა, რომ გამოეკითხა მოწმე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, მათ უარი განაცხადეს და შემოვიდნენ შუამდგომლობით მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის ჩატარების შესახებ, რაც ჩვენს მიერ იქნა დაკმაყოფილებული,“ - განაცხადა ბაზერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






