"გაზპრომთან" მოლაპარაკებების შედეგად ქართულმა მხარემ ორ პოზიციაში საგრძნობ გაუმჯობესებას მიაღწია" - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
პოლიტიკა - 17:43, 12 Mar, 2019     952

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაასრულა მოლაპარაკებები კომპანია „გაზპრომთან" რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტთან დაკავშირებით" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები იყო საკმაოდ რთული და ხანგრძლივი, თუმცა, ქართულმა მხარემ მიაღწია საგრძნობ გაუმჯობესებას ორი პოზიციით - გაიზარდა სატრანზიტო საფასური, რომელსაც „გაზპრომი" საქართველოს გადაუხდის და შემცირებულია რუსული გაზის ფასი, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი, კომპანია დაინტერესდება ამ ალტერნატივით.

„ჩვენ ვხელმძღვანელობდით 2 ძირითადი პრინციპით - პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. მეორე ამოცანა იყო პოზიციების გაუმჯობესება „გაზპრომთან." რაც შეეხება ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ბაზრის ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სეგმენტი - მოსახლეობა და ელექტროენერგიის წარმოება სრულად მარაგდება და კვლავაც მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით ანუ აზერბაიჯანი გაზის სფეროში კვლავ რჩება ჩვენს მთავარ მომწოდებლად და სტრატეგიულ პარტნიორად, უფრო მეტიც - აზერბაიჯანული გაზის წილი უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს ბაზარზე შაჰდენიზის მეორე ფაზის სრულფასოვანი ამოქმედების კვალობაზე და საქართველოს, როგორც სატრანზიტო, მათ შორის აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ქვეყანას გააჩნია სრული საკუთარი რესურსი, რომ მოსახლეობა, სოციალური სექტორი და ელექტროენერგიის წარმოება მოამარაგოს აზერბაიჯანული გაზის წყაროთი" - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება მეორე ამოცანას, რომელიც საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას გულისხმობდა „გაზპრომთან" შეთანხმებაში, მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მიზანიც მიღწეულია.

"ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ საგრძნობ გაუმჯობესებას ორივე პოზიციით - სატრანზიტო საფასური, რომელსაც ჩვენ გვიხდიან, გაზრდილია, ხოლო რუსული გაზის ფასი შემცირებულია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კერძო ბიზნესი, კომპანია დაინტერესდება ამ ალტერნატივით" - აღნიშნა თურნავამ.

მისივე განმარტებით, „გაზპრომთან" შეთანხმება წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოს.

„2 წლის წინ შეთანხმება ამ ფორმატში იყო დადებული და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხელშეკრულებას და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ხელშეკრულება გახანგრძლივდა 2 წლით და იმოქმედებს 2019-2020 წლების განმავლობაში" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42