„დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. ამას, სამართალთან და კანონთან, ფორმალურადაც კი არ აქვს არავითარი საერთო. დარწმუნებული ვარ ქვეყანაში კონსტიტუციის, კანონების ამუშავების მოთხოვნით პროცესების ქუჩაში რადიკალიზაცია უნდა დავიწყოთ.
გადავხედოთ რა ხდება? კრიმინალი ბობოქრობს, მხოლოდ იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილი გაეპრეზიდენტებიათ, „ტრაფეი“ გასცა გახარია-ივანიშვილმა, ბიზნესს მიადგა და აუპატიურებს, ანაკლიის - ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობის პროექტი, რუსეთის მოთხოვნით დააპაუზა, ხალხი შიმშილობს, არჩევნების გააუქმებით ცვლილებების უმთავრესი იარაღი წაართვეს ხალხს და ა.შ არ ვიცი, რა დარჩა? ქართულმა ოპოზიციამ უნდა ცხადად გავითავისოთ, რომ დათოს იზოლირება არ არის ერთი პარტიის ან თუნდაც გაერთიანებული ოპოზიციის ''ძალა ერთობაშია"- ს პრობლემა - ის ივანიშვილის პირადი ტუსაღია და შესაბამისად, ყველას პრობლემაა - ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბოლოო ჯამში ქართული ე.წ. დემოკრატიის!
ივანიშვილის ნებისმიერი ნაბიჯი არის ინდიკატორი იმის, რომ ქვეყანას ვკარგავთ და სახელმწიფო ინსტიტუდებიდან პროცესებზე ზემოქმედების თითქმის ყველა გზა ჩახერგილია.
ასეთ დროს ერთი გზა რჩება - ან შევეგუოთ ცახესის ბოგინს, ან უკვე ისედაც გაშიშვლებული, მართვას ჩამოვაცილოთ. სამწუხაროდ ცვლილების ერთადერთ გზად, ივანიშვილი ქუჩას ტოვებს. როდესაც პარლამენტში პულტები კარგავს ფუნქციას, მას პარლამენტთან საპროტესტო კარვები ანაცვლებს. ეს არ გახლავთ ჩემი ახირება, უბრალოდ არჩევანი აღარ დატოვა და ალბათ გვესმის რომ რაც მალე ჩამოვაშორებთ მართველობას, მით უფრო უმტკივნეულოდ, სახელმწიფოსთვის ზიანის გარეშე განხორციელდება ცვლილებები, თუ არადა უარეს უნდა ველოდოთ. ესაა სამწუხაროდ მოცემულობა“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






