გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მოსმართლემ გადაწყვეტილების შესახებ დავალება მურუსიძისგან მიიღო, მურუსიძეს კი ივანიშვილმა დაავალა:
„ადრე თუ გვიან კირკიტაძე გამოვა და ეს არ არის კირკიტაძის თემა. აქ გადაწყვეტილება ფაქტია, ჩანდა, ეს მურუსიძემ დაავალა, მურუსიძეს ვინ დაავალა, გასაგებია. ეს შეკრული წრედია. როდესაც შეიკვრება წრედი, სადაც ადამიანი დაინახავს რომ სასამართლოში სიმართლის მოძებნის შანსი არ აქვს, ადამიანი სიმართლის ძებნას არ შეწყვეტს. ადამიანი სიმართლეს მაინც დაამტკიცებს, ოღონდ სასამართლოთი აღარ დაამტკიცებს. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული ამ ხელისუფლების“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






