"კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობა არ არის გაზრდილი" - შემოსავლების სამსახურის უფროსი
პოლიტიკა - 14:42, 12 Mar, 2019     564

"ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტი არსებობს, თუმცა კონტრაბანდის მასშტაბი არ არის გაზრდილი" - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, სიგარეტზე აქციზის გადასახადის მატება იწვევს კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტის გაზრდის რისკს, თუმცა აღნიშნული საფრთხე გაანალიზებული აქვს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და წინასწარ განსაზღვრულია ის რესურსიც, რითიც ხორციელდება კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა.

„კონტრაბანდული სიგარეტი არსებობს საქართველოში, მაგრამ მნიშვნელოვანია ის ციფრები რომელზეც ვსაუბრობთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, საქართველოში კონტრაბანდა არ არის გაზრდილი, ანუ არ არის იმაზე მეტი, ვიდრე იყო შარშან ან შარშანწინ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონტრაბანდის წილი ქვეყანაში არ სცდება 1-1.5%-ს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ზუსტად ვიცით ყველა ის წერტილი, მათ შორის, ბაზრებში, მაღაზიებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც იყიდება კონტრაბანდული სიგარეტები, მაგრამ კონტროლის ღონისძიებები, რომლებსაც ვატარებთ, ასევე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა, ცხადყოფს, რომ ადგილი არ აქვს კონტრაბანდის ორგანიზებულად შემოტანილ ფაქტებს. საქართველოს მასშტაბით, სიგარეტის მოხმარება დღეში 1 მილიონი კოლოფია. რამდენიმე ძალოვან უწყებასთან ერთად განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად ამოღებული კოლოფების რაოდენობა დღის განმავლობაში არ აჭარბებს 1000 კოლოფს - ანუ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაოდენობრივად, საგანგაშო სურათი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ ღონისძიებებს ან ვწყვეტთ ან არ ვაგრძელებთ. პირიქით, კონტროლის ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42