"წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე არა... ულტიმატუმს აქ არავინ აყენებს"- პრემიერის პასუხი წულიკიანთან შესაძლო დაპირისპირებაზე
პოლიტიკა - 14:16, 12 Mar, 2019     1153
რა იყო თეა წულუკიანის ულტიმატუმის მიზეზი და შეუსრულეს თუ არა იუსტიციის მინისტრს მოთხოვნა - პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის თქმით, საკითხი რაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა ამოწურულია.

"თეა ჩვენი გუნდის წევრია პირველი დღეებიდან, ის იყო მაშინ როცა ყალიბდებოდა გუნდი და ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ წარმატებაში რაც ჩვენ გვაქვს. დიახ აქვე მინდა გითხრათ, ინიციატივა, საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა, დღეს აღარ დგას დღის წესრიგში. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობაა, შევაჯერო საკითხები და მივიღოთ გადაწყვეტილება. საკითხი შეჩერებულია"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ფასეულობაბის ირგვლივ არსებულ კითხვებზეც ისაუბრა, რომელზეც მმართველი პარტიიდან წასულები საუბრობენ.

"2012 წელს ჩვენ ქართველმა ერმა დაგვიჭირა მხარი და მოვიგეთ არჩევნები ძალიან რთულ გარემოში. ამ არჩევნების მოგება ემყარებოდა ფასეულობებს, პრიონციპებს და იმ იდეოლოგიას, რაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნდა გაგვეტარებინა. ყველა, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა დარჩეს ამ ფასეულობების და ღირებულებების ერთგული. თუ ვინმე ვერ იქნება ამ ფასეულობების ერთგული, მე როგორც მთავრობის მეთაური, ვამბობ, რომ მათი ადგილი ჩვენს ირგვლივ არ იქნება"- თქვა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძე თეა წულუკიანზე საუბრისას ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა: "სიტყვა ულტიმატუმს აქ არავინ იყენებს, ეს არ შეესაბამება ჩემი მართვის სტილს" - თქვა მთავრობის მეთაურმა.

„ულტიმატუმს აქ არავინ არ აყენებს. აქ საკითხი ეხებოდა პროფესიულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას და მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება. მათ შორის გათვალისწინებული იქნა საუკეთესო პრაქტიკა და ჩემი აზრით, ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით... თუ თქვენ გაქვთ იმის ილუზია რომ საკითხებს დისკუსიის გარეშე ვიხილავთ, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არ არის. ძალიან ცხარე დისკუსიების შედეგია ყველა ის ინიციატივა, რასაც ვდებთ საზოგადოების წინაშე"- თქვა მან.

ბახტაძის თქმით, მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგული რჩება.

,,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მცირე მთავრობის შესახებ და ჩვენ ვართ ერთგული ამ გადაწყვეტილების. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ ძალიან მაღლა ავწიეთ თამასა, როდესაც წარვადგინეთ მცირე მთავრობის კონცეფცია და განვსაზღვრეთ ჭერი - 3.9% მთლიანი შიდა პროდუქტიდან, რომელიც უნდა მოხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების შენახვას გადამხდელების მხრიდან. ჩვენ ვრჩებით ამის პრინციპულად ერგული"- თქვა პრემიერმა.

ბახტაძეს წულუკიანის გარეშე მთავრობა ვერ წარმოუდგენია.

"თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია. ის არის ღირსეული ადამიანი. მისი წვლილი იმ წარმატებაში რაც ევროპასთან მიმართებით გვაქვს ძალიან დიდია"- აღნიშნა პრემიერმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42