საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციაა და რა ფორმით ან სად იარსებებს კომისია, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს:
"შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციაა და შესაბამისად, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე იღებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი. რა ფორმით და სად იარსებებს და იფუნქციონირებს შეწყალების კომისია, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ახალი კონცეფციის თანახმად, პრეზიდენტის ინიციატივით იუსტიციის სამინისტროს ქვეშ იმუშავებს შეწყალების კომისია, თუმცა იქნება სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების, ვგულისხმობ, რეკომენდაციების მომზადების პროცესში. პრეზიდენტმა საახალწლოდ შეიწყალა სამი მსჯავრდებული და რაც შეეხება სააღდგომოდ შეწყალების აქტის განხორციელებას, გამორიცხული არაფერია, ნუ გავასწრებთ მოვლენებს", - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






