გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ავოკატის შუამდგომლობა, კირკიტაძის გათავისუფლებასთან მიმართებით, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვეტიძემ არ დააკმაყოფილა.
შედეგად, ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ნიკა მელიასა და მოსამართლეს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მელიამ მოსამართლეს ის ფაქტი შეახსენა, რომლის დროსაც, მელიას თქმით, მან ადამიანი გარდაცვლილად მიიჩნია, რომელიც მოგვიანებით ცოცხალი აღმოჩნდა.
"თქვენ ხართ ის მოსამართლე, ვინც ადამიანი გაასამართლეთ მკვლელობისთვის და მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა", - ამ სიტყვებით მიმართა მელიამ მოსამართლეს.
მოსამართლე ნემსიწვერიძემ ბრალდებები უარყო და ნიკა მელიას წერა-კითხვის სწავლისკენ მოუწოდა.
„ისწავლე წერა-კითხვა,“ - მიმართა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ ნიკა მელიას.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






