"როცა დავბერდები და გავიკეთებ კოსას, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო... თუ ჩემს პოზიციას არ გაიზიარებენ, ვიქნები კაკულიების გვერდით"- თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 12:20, 12 Mar, 2019     1537
ისუტიციის მინისტრი ულტიმატუმს არ ცვლის და ამბობს, რომ მისი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ის თანამდებობას დატოვებს. თეა წულუკიანმა მედიასთან ვრცელი კომენტარი რუსთავში გააკეთა, სადაც პენიტენციური დაწესებულება მოინახულა.

წულუკიანი ამბობს, რომ უთანხმოება შეწყალების საკითხსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის უწყებასთან გაერთიანებას არ გამოუწვევია. მიზეზი, რატომ შეიძლება წავიდეს ის თანამდებობიდან, წულუკიანს არც დღეს დაუკონკრეტებია.
"ვფიქრობ იმ შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა, რომელიც გუშინ ჩემი მხრიდან კომენტარის საგანი იყო, არ არის საჭირო. ეს არ ეხება არც შეწყალების საკითხს არც სასჯელაღსრულების იუსტიციასთან გაერთიანებას, ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობთ. გუშინ საღამოსაც მქონდა დისკუსია ამ საკითხზე და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ძალიან მალე დაიხურება.

ხვალ უკვე მე ვგეგმავ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს, დელეგაციის წევრის სტატუსით, გავუწიო დახმარება ერევანში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს. აქიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ "ბევრი სასაუბრო აღარაფერი დარჩა". მისი თქმით, ის "აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში მართავს შეხვედრებსა და დისკუსიებს".

"ეს არის მინისტრის უფლება-მოსილებების თემა, სამინისტროს უფლება-მოსილებების ფარგლებში გადასაჭრელი საკითხი. დისკუსიები მაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქრო ჩემი პოზიციები გაზიარებული იქნება, თუმცა ვნახოთ დღეს როგორ განვითარდება მოვლენები"- თქვა მინისტრმა.

თეა წულუკიანს ჰკითხეს, იცის თუ არა მისი პრეტენზიების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, რაზეც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "ამ საკითხზე არ შეუწუხებია".

წულუკიანი ამბობს, რომ თუ მისი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მის ადგილს "კაკულიების გვერდით" ხედავს - "ეს არის ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი".

"ჩემი პოლიტიკური ადგილი იყო და ყოველთვის იქნება "ქართულ ოცნებაში", რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო. თუ არცერთ პოზიციაზე არ ვიქნები, მისი ამომრჩეველი ვიქნები და როგორც აქამდე ვიბრძოდი, შემდეგში ვიბრეძოლებ იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" იყოს გამარჯვებული და არ მობრუნდეს ის ძალა, რომელსაც ვებრძოდით"- აღნიშნა მან.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ მისი გადადგომის შესახებ აქამდე გავრცელებული ინფორმაციები ჭორი იყო, თუმცა ახლა არის პირველი შემთხვევა, როცა გავრცელებული ცნობა სიმართლეა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მე პირადად გამიჩნდა განცდა, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას"- განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ "მას ჟურნალისტები არასდროს მოუტყუებია".

"როცა მექნება თეთრი თმა, დავბერდები და გავიკეთებ კოსას, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო. თუმცა ახლა ამაზე საუბარს საჭიროდ არ ვთვლი. რაკი გარეთ გამოვიდა ეს ინფორმაცია, ვალდებუოლად ჩავთვალე თავი დამედასტურებინა. 7 წელია თქვენთვის ტყუილი არ მითქვამს. რა გიყოთ, დაგიდასტურეთ"- უთხრა მედიას მინისტრმა, რომელიც 7 წელია უცვლელად ინარჩუნებს თანამდებობას.

თეა წულუკიანმს მედიის წარმომადგენლებმა არაერთხელ კითხეს, აქვს თუ არა მას უთანხმოება პრემიერ-მინიტრ მამუკა ბახატაძესთან, თუმცა ყველა მცდელობა იუსტიციის მინისტრმა უპასუხოდ დატოვა და კითხვას რეპლიკით, - "შემდეგი" და ღიმილით უპასუხა.

წულიკიანმა არ გამორიცხა, რომ ის კახა კახიშვილმა ჩაანაცვლოს. "რატომაც არა, ნებისმიერი სხვა..."









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42