წულუკიანის მუქარა და სამთავრობო ცვლილებები - "ამ საკითხს მთავრობაში განიხილავენ და ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობა ჩარეულები არ ვართ"
პოლიტიკა - 11:50, 12 Mar, 2019     1093
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არ ეთანხმება მოზასრებას, რომ მმართველ პარტიასა და მთავრობაში რღვევაა დაწყებული.

მდინარაძე "ნიუპოსტთან" წულუკიანის მუქარას გამოეხმაურა და თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში წულუკიანის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"ნიუპოსტის" არაერთი კითხვის მიუხედავად, მდინარაძემ არ უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა წულუკიანის გუნდთან დაპირისპირება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებას? - "არ ვილაპარაკებ ამ კონკრეტულ თემაზე, გამორიცხულია. ეს ირიბად მაინც იქნება რაღაცის დადასტურება და ამას არ ვაპირებ"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა.

"საპარლამენტო გუნდში ასეთი ინფორმაციები არ არის. ეს მთავრობის პრეროგატივაა და მთავრობაში განიხილავენ ამ საკითხს და თუ საჭიროდ ჩათვლიან ალბათ, რომ შემდეგ გამოვიდეს ინფორმაცია ამის შესახებ. ჩვენ, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობა ჩარეულები არ ვართ ამაში, და ამის შესახებ ინფორმაციაც ძალიან მწირია, პრაქტიკულად არ არის. შიდა სამთავრობო განხილვის თემაა, რაზეც ისინი გარეთ არ საუბრობენ"- თქვა მდინარაძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გუნდზე განაწყენებული წულუკიანი, "ოცნებიდან" დემარშით წასულ ბესელიას შეუერთდეს, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ - "არა".

"მსგავს თემებზე ჩვენ დღეს ვერაფრით ვისაუბრებთ. არ შეიძლება ამაზე საუბარი, არასერიოზულია. ინფორმაციაც კი არ არსებობს საზოგადოებაში, საპარლამენტო გუნდშიც კი"- გვითხრა დეპუტატმა.

არსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის მმართველ ძალასთან დაპირისპირება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებას უკავშირდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42