„თიბისი ბანკის“ საქმე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარი ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული საქმე პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იქნას გადატანილი. მისივე თქმით, ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც აღნიშნულ საქმეს უკავშრდება, გამოძიებული იქნება:
„ყველაფერი გამოძიებული იქნება, მათ შორის, ძირითადი საქმე, რომელზეც საუბარია. ნებისმიერი თანმდევი პროცესი, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, ყველაფერი გამოძიებული იქნება. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში არ გადავიტანოთ. ამის უამრავი მცდელობაა. მათ შორის, იმ სახით, რომ მაგალითად, ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირება მოახდინა. მაშინ, როდესაც ამ საქმესთან დაკავშირებით ახლა დაიწყო გამოძიება. ეს პოლიტიკური სპეკულაციებია. სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ. ამისკენ ყველას მოვუწოდებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






