საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 10:59, 12 Mar, 2019     812

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში სოსო რამიშვილი იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველს, გენერალ ჯორჯიო ტოშის შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის, ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, იტალიის რესპუბლიკის კოლეგა უწყებასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია.

„საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანია იმ დიდი გამოცდილების გაზიარება, რაც იტალიის ფინანსურ გვარდიას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით აქვს. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ გავაღრმაოთ თანამშრომლობა ყველა იმ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის აღმოფხვრას, საქართველოსა და იტალიის ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების დაცვას. ვიმედოვნებ, რომ გააქტიურებული თანამშრომლობა ჩვენი უწყებების საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, - აღნიშნა სოსო რამიშვილმა.

იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველის, გენერალ ჯორჯიო ტოშის განცხადებით გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს არა მარტო უწყებებს შორის თანამშრომლობას, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. „აქტიური თანამშრომლობა ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც არის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაული სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის“, - აღნიშნა ჯორჯიო ტოშიმ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. გადაწყდა, რომ ახლო მომავალში დაიგეგმება იტალიის რეპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველის, გენერალ ჯორჯიო ტოშის ვიზიტი საქართველოში.

იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მთავარ ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი, ასევე იტალიის ფინანსური გვარდიის მმართველის მოადგილე ედოარდო ვალენტე და უწყების სხვა წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის საფინანსო და ეკონომიურ სფეროში ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და გადასახადების გადახდის კონტროლის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და უწყების საინფორმაციო ბაზებისა და საქმიანობის ძირითად მიმართულებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ვიზიტის ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრებმა იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც უწყების ისტორიასა და საქმიანობას დეტალურად გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42