ანაკლიის პორტის პროექტი - მისი მიმდნარეობის შესახებ ინფორმაციას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს. საიდანაც ირკვევა, რომ კონსორციუმის მომავალი წევრები, მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
„პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა არის დაახლოებით, 620 მილიონი დოლარი. აქედან 400 მილიონი არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ მობილიზებული ასე ვთქვათ, სასესხო ნაწილი. ინვესტორთა შორის არიან “თიბისი ჰოლდინგი” - 70 მილიონი დოლარის ინვესტიციით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი (IFI) 400 მილიონი დოლარით, საინვესტიციო ფონდი - 100 მილიონი დოლარის ინვესტიციით და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები. ორი კვირის მანძილზე მე იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ასევე გამოვლენას ვინ იქნება გენერალური კონტრაქტორი.
ჩვენი ინვესტორები, კონსორციუმის ის მომავალი წევრები, იქნება ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ოპერატორი იქნება თუ სხვა, რა თქმა უნდა, გამოხატავენ ძალიან დიდ შეშფოთებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ხელს გვიშლის,“-აცხადებს ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.
მასალის გამოყენების პირობები






