ითქვა, რომ იუსტიციის მინისტყრის განაწყენება შეწყალების კომისიის მის დაქვემდებარებაში გადასვლას უკავშირდება, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც, წულუკიანის მმართველ ძალასთან დაპირისპირება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებას უკავშირდება.
უფრო კონკრეტულად, იუსტიციის მინისტრს ციხის გაკონტროლების უფლება არ მისცეს, რის გამოც წულუკიანი ივანიშვილს გაუნაწყენდდა და საკუთარი პირობა წაუყენა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თეა წულუკიანის თანამდებობის დატოვების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.
„მე პირადად ინფორმაცია არ მაქვს რაზე არის საუბარი, რა საკითხს გულისხმობდა ქალბატონი თეა, ერთი რამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ საპარლამენტო გუნდსა და იუსტიციის მინისტრს შორის, არანაირი გაუგებრობა და უთანხმოება არ არსებობს. ჩვეულებრივ რეჟიმში ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას. მე არანაირად არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება დასრულდეს მისი გუნდიდან წასვლით,“-განაცხადა გიორგი კახიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






