მინისტრმა დააკონკრეტა, რომ ეს არ ეხება მოსამართლეების შერჩევის საკითხს. ბოლო თემა, რომელიც მის უწყებას უკავირდებოდა, ეს ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, რომ ის მზადაა შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდეს.
"არის 4-5 დღის წინ გაჩენილი თემა, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლება-მოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე რეფორმას და არც პარლამენტში მიმდინარე რომელიმე პროცესს არ ეხება.
ეს არის საკითხი, რომელიც ვთვლი, რომ არის ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი. და თუ ვნახე, რომ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული და იქნება იქნება ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გავიწევი გვერდზე, იმიტომ, რომ თანამდებობა არ არის ფასეულობა“, - განაცხადა წულუკიანმა, თუმცა მინისტრმა არ დააკონკრეტა რა საკითხზეა უთანხმოება.
მასალის გამოყენების პირობები






