"ეს არის შიდა თემა, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას უკავშირდება" - ჩუგოშვილი წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე
პოლიტიკა - 20:10, 11 Mar, 2019     1122
თეა წულუკიანის შესაძლო გადადგომას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში მიმდინარე პროცესი, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას უკავშირდება.

ჩუგოშვილის თქმით, საკითხი იუსტიციის სამინისტროს შიდა თემაა.

„საკითხთან დაკავშირებით მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში მიმდინარე პროცესი. როგორც ჩანს, შიდა თემაა, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას უკავშირდება და შესაბამისად, მე არც კომპეტენცია მაქვს და არც მეხება ეს საკითხი.

რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ზოგადად, მინისტრების დანიშვნასთან ან გადაყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს არის მთლიანდ პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია. ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება და თვითონ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ არის თანამდებობეზე და ვინ არა. ასე რომ, ჩემგან ძალიან რთული იქნება ამაზე კომენტარის გაკეთება. მით უმეტეს, ჩემთვის არ არის ცნობილი“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

თეა წულუკიანმა დღეს იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42