„აუდიტის სამსახური არ დაინტერესებულა „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის ქმედებათა კანონიერებაზე“ – „გირჩის“ ღია წერილი
პოლიტიკა - 18:39, 11 Mar, 2019     999
პოლიტიკური პარტია „გირჩი“ ფეისბუქ გვერდზე ღია წერილს აქვეყნებს, სადაც აუდიტის სამსახურს მიმართავს.


საუბარია, 2018 წელს ამომრჩევლისთვის ვალების ჩამოწერაზე, რაც, ეუთო-ოდირის დასკვნის თანაზმად, ამომრჩევლის მოსყივად შეფასდა. „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუდიტის სამსახური ამ ფაქტით არასოდეს დაინტერესებულა.

"წარმოგიდგენთ ნორმებს ქვეყნის კანონმდებლობიდან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაარღვია 2018 წლის საპრეზიდენტო აჩევნებზე:

„პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს". (საქართველოს კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" - მუხლი 251).

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს დაახლოებით 40 მილიარდ ლარს, მისი 0.1% არის 40 მილიონი ლარი.

„ქართუ ფონდის" მიერ შექმნილი ვებ-გვერდის vali.ge-ის მიხედვით, განულებულია 4.104.429.484 ლარის დავალიანება, პროგრამა კი 615.164 პირს შეეხო.

ეს მხოლოდ ერთი პროექტი, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, ამას გარდა, ამ არჩევნებზე სხვადასხვა ფორმით მათ მიერ დაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი.

ჩვენ ხშირად მოგვისმენია არგუმენტი, რომ ამ საქმესთან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" არაფერ შუაშია, თუმცა ზემოთ მოყვანილი კანონის 252-ე მუხლის მიხედვით:

„პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარების − მაისურების, კეპების, ქუდების, დროშებისა და სხვა მსგავსი ნივთების − გარდა), ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით საქონლის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფასზე მეტ ფასად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება, ან საქართველოს მოქალაქის დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა ან მომსახურების (მათ შორის, ფიქციური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან დაპირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ასევე ეკრძალება ნებისმიერ პირს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ".

უფრო მეტსაც გეტყვით, ქმედება, რომელიც განახორციელა „ქართულმა ოცნებამ" „ქართუ ბანკის" მეშვეობით დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსითაც:

„საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით". (სსკ. მუხლი 1641 . ამომრჩევლის მოსყიდვა)

ეს ყველაფერი დადასტურებულია ეუთოს შესაბამისი დასკვნით:

„მთავრობა მოსახლეობას ვალების ჩამოწერას დაპირდა. საქართველოს 600,000 მოქალაქეს 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს „ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო საფინანსო უწყება დაუფარავს, რაც შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს. ხმების ყიდვა აკრძალულია საარჩევნო სისხლის და სამართლის კოდექსებით," - ეწერა ეუთო-ს პირველად დასკვნაში.

აუდიტის სამსახურს, ისევე როგორც, სხვა არც ერთ ორგანოს, არ გამოუხატავს არანაირი დაინტერესება ამ ფაქტის მიმართ, არ დაუწყია მოკვლევა და არ დაუყენებია ეჭვქვეშ „ქართული ოცნების" ქმედებათა კანონიერება.

არ დაუბარებია ბიძინა ივანიშვილი და ქართუ ბანკის სხვა წარმომადგენლები დაკითხვაზე, მათ მიმართ არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და ა.შ.

რაც ნიშნავს იმას, რომ ან ამ რეგულირებებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგა ან მათი აღსრულება მომავალში მოხდება ცალმხრივად, მხოლოდ ოპოზიციის მიმართ.

ისევე, როგორც 2012 წელს ხდებოდა ამ უაზრო რეგულაციების გამოყენება მხოლოდ მაშინდელი ოპოზიციის მიმართ და არავინ აკონტროლებდა იმ დროინდელი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ფულის ხარჯვას.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უფლება, როგორც უნდა დახარჯოს თავისი ფული და დადოს ნებისმიერი ნებაყოფლობითი გარიგება სხვა ადამიანებთან.

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებთან დადებული ვერანაირი ნებაყოფლობითი გარიგება ვერ იქნება დანაშაული და შესაბამისად, შეუძლებელია არსებობდეს კრიმინალი სახელად „ამომრჩევლის მოსყიდვა".

ამიტომ ვითხოვთ, გაუქმდეს ეს უაზრო ნორმა (წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი აღსრულება უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუ ბანკის" მენეჯმენტის გასამართლებით).

ისევე როგორც, უნდა გაუქმდეს ყველა ის ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე ან მათ მიერ ფულის ხარჯვაზე.

თუ პოლიტიკური პარტია ფინანსდება მტერი სახელმწიფოს მიერ, რომელიც ამ გზით ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას, ამისთვის არსებობს „სუსი", რომელიც ისედაც გვისმენს და მშვენივრად იცის, ვინ ვისი აგენტია და ვის ინტერესებს ემსახურება.

ჩვენ, გირჩი, ვართ პოლიტიკური პარტია, რომელსაც არასოდეს მიუღია დაფინანსება ბიუჯეტიდან, არც აწმყოში ვიღებთ და არც მომავალში მივიღებთ, მას მერეც კი, როდესაც კვალიფიციური სუბიექტები გავხდებით. შესაბამისად, ჩვენს შემოწმებას, საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერების მოტივით, შინაარსი არ გააჩნია.

ჩვენ ფულს გვწირავენ ჩვენი იდეის გულშემატკივრები, ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირად უყურებენ სამყაროს, იგივესი სჯერათ, რისიც ჩვენ და ეს ადამიანები ხშირად არიან ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც მიღებული აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ არიან საქართველოს პატრიოტები და სჯერათ რომ ჩვენი დაფინანსებით, საკუთარ მომავალზე დებენ ფსონს.

ქვეყნის კანონმდებლობით მათ ეს ეკრძალებათ, მაშინ როცა აუდიტის სამსახურის აზრით, ქართუ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს წინასაარჩევნოდ გაუუქმოს 4 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება 600 ათასზე მეტ ამომრჩეველს.

ზოგადად, ჩვენი იდეოლოგია დაუშვებლად მიიჩნევს ადამიანის შეზღუდვას რაიმე ნიშნით და ჩვენთვის წარმოუდგენელია ამერიკელ ლიბერტარიანელებს უარი ვუთხრათ თანამშრომლობაზე იმ მოტივით, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას (უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ დააფინანსებს პოლიტიკურ პარტიას).

ამომრჩევლის მოსყიდვამ, როგორც სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებულმა მოვლენამ, ამ არჩევნების შემდეგ დაკარგა შინაარსი და ბიძინა ივანიშვილის გასამართლებამდე თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ იქნება გამოყენებული, რეალურად, იქნება არა რეგულირება, არამედ პოლიტიკური ოპონენტის აშკარა და ცინიკური დევნა.

მიგვაჩნია, რომ ეს არის აბსურდი და უნდა დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ.

ჩვენ უარს ვაცხადებთ აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობასა და მათთან უაზრო ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენაზე, მანამ, სანამ ის არ მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას ეუთო-ს დასკვნაზე, რომელიც ეხებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. " - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42