"არის 4-5 დღის წინ გაჩენილი თემა, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლება-მოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე რეფორმას და არც პარლამენტში მიმდინარე რომელიმე პროცესს არ ეხება.
ეს არის საკითხი, რომელიც ვთვლი, რომ არის ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი. და თუ ვნახე, რომ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული და იქნება იქნება ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გავიწევი გვერდზე, იმიტომ, რომ თანამდებობა არ არის ფასეულობა“, - განაცხადა წულუკიანმა, თუმცა მინისტრმა არ დააკონკრეტა რა საკითხზეა უთანხმოება.
მისი თქმით აზრთა სხვადასხვაობა არ ეხება მოსამართლეთა შერჩევის საკითხს.
„არ ხდება რაიმე ტრაგიკული. ვფიქრობ, ეს არის ჯანსაღი პროცესი და თუ ვნახე, რომ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლება-მოვალეობას. ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთანთეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






