„ვიწყებთ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს“ - ეკა ბესელია ახალი საკონსტიტუციო ინიციატივით გამოვიდა
პოლიტიკა - 18:18, 11 Mar, 2019     717
პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადების ინიციატივის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„პარლამენტმა ჩვენს ინიციატივას, რომელიც გულისხმობდა მოსამართლეთა უვადოდო განწესების შეჩერებას, მხარი არ დაუჭირა იმ საბაბით, რომ თითქოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო საბაბი და არ მიზეზი.

ლუსტრირებისთვის და იმისთვის, რომ გამოჩნდეს რეალურად არის თუ არა პარლამენტი მზად საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილს შეეხმიანოს და ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას უპასუხოს, დავიწყოთ ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვიდრე არ დასრულდება ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა, ვიდრე არ შეიქმნება იმის გარანტიები, რომ ქვეყანას ეყოლება ნდობის მანდატით აღჭურვილ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იქამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი აღარ დადგება დღის წესრიგში",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იგი თავის კოლეგებთან ერთად შემდეგი კვირიდან დაიწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებთან.

„ვიწყებთ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს. კონსულტაციების მიზანია, რომ კონსტიტუციის გარდამავალი დებულებების თანახმად, მომზადდეს ახალი ინიციატივა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდო განწესების საკითხზე ისეთ შინაარს ჩადებს, რომელიც მომავალშიც დააზღვევს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხს, რომ არ მოხდეს მცდარი გადაწყვეტილების მიღება. ეს ცვლილება შეეხება იმ მოსამართლეებსაც, ვინც უკვე უვადოდ განწესდა",-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

ეკა ბესელიას განცხადებით, იმისთვის, რომ კონსტიტუციური ცვლილება და ინიციატივა დარეგისტრირებული იყოს, საჭიროა 76 ხმა საქართველოს პარლამენტში ან 2000ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.

„ამ კონსულტაციების მიზანი იქნება, რომ საქართველოს პარლამენტში შეგროვდეს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ვინც ამ ინიციატივას მოაწერს ხელს და მხარს დაუჭერს და გამოჩნდება იმ ადამიანების პოზიცია, ვინც ამბობდა, რომ ამ იდეის მხარდაჭერას კონსტიტუციის ცვლილება ჭირდებოდა და არ ეყოფოდა მხოლოდ ორგანული კანონის ცვლილება ანუ რეალურად გამოჩნდება ვინ უჭერს მხარს ამ იდეას.

პარალელურ რეჟიმში, თუკი ვერ მოგროვდება საქართველოს პარლამენტში 76 დეპუტატი, ჩვენ შევაგროვებთ 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერას და ამ კონსტიტუციური ცვლილების პროექტის ინიცირებას დავიწყებთ საქართველოს პარლამენტში" -განაცხადა პარლმენტის წევრმა.

ეკა ბესელიამ, ასევე, ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტზე.

„ჩვენი ახალი ინიციატივა, რომელიც დღეს უკვე წარედგინა ბიუროს და დარეგისტრირდა, შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებს, წესს და პროცედურას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კანონპროექტის წაკითხვის შემდეგ ყველა კარგად დაინახავს, რომ ამ ცვლილებით ჩვენ ვაზღვევთ იმ რისკებს, რომ უზენაესს სასამართლოში არ მოხდეს ისეთი მოსამართლეების არჩევა, რომელთა მიმართ საზოგადოებას ექნება უნდობლობა. ამ ორი კანონპროექტის შედარებით ნათელია, რომ ჩვენი კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში გარანტირებული იქნება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ დაბლოკავს იმ ადამიანებს და იმ კანდიდატებს, რომელთა მიმართ ექნება საკუთარი ინტერესი. პარლამენტს წარედგინება გრძელი სია და პარლამენტს ექნება მთავარი მანდატი დაიწყოს ღია, გამჭვირვალე პროცესი ამ მოსამართლეთა ასარჩევად.

მეორე კანონპროექტის უკან რეალურად დგას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ის მოსამართლეთა ჯგუფი, რომელთა ინტერესია დღეს მართლმსაჯულება განკარგოს, როგორც საკუთარი პრივატული კერძო სფერო და ეს კანონპროექტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას", -განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42