ხელისუფლების პოლიტიკური ეჭვიანობა - "არჩევნებისას ბიზნესი თავისუფალი არ არის... ესაა პრობლემა და არა ის, "წერილი გინდა თუ სიხარულის" ეთამაშებოდა"
პოლიტიკა - 18:13, 11 Mar, 2019     1170
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის წინააღმდეგ დაწყებული სახელისუფლებო ბრძოლა, ეჭვიანობის შედეგია.

როგორც „ნიუპოსტს“ ალაფიშვილმა განუცხადა, ხელისიფოლებამ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურად გაანეიტრალა, არადა ექსპერტის შეფასებით, ბიზნესმენის პოლიტიკური ამბიციები ამ ეტაპზე არ იკვეთება.

ლევან ალაფიშვილი ხელისუფლებას იმ კანონზომიერებას ახსენებს, რომლის თანახმადაც ქართველი ამომრჩეველი ორ ვადაზე მეტს ხელისუფლებას არ ტოვებს.

"ორ საპარლამენტო ვადაზე მეტი არცერთი ხელისუფელი არ გაუჩერებია ქართველ ამომრჩეველს ხელისუფლებაში. ქართველი ამომრჩეველი ამ 8 წლიან პერიოდში ეძებს ე.წ. გმირს, რომ ქვეყნის სათავეები გადასცეს და იმას მიაყოლოს საკუთარი გასაკეთებელი და პასუხისმგებლობა. თუ ქვეყანაში არსებულ მდგომარეოაბს გადავხედავთ, ზუსტად იგივე სურათია, რაც იყო 2012 წელს, როცა მოხდა სააკაშვილის ივანიშვილით ჩანაცვლება. ახლა კი საზოგადოებაში არის განცდა, რომ ივანიშვილმა ვერ გაამართლა და ახალი ლიდერის ძებნა დაწყებულია. ბუნებრივია, პოლიტიკოსებიც ამ ყველაფერს უყურებენ და პოლიტიკური ეჭვიანობაც სწორედ აქედანაა წამოსული.

თუ მიმოვიხილავთ ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოცემულობას, ვხედავთ რომ პოლიტიკური ველი ლიდერებისგან პრაქტიკულად დაცლილია, სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებიდან ასეთი ბურჭულაძე იყო და მისი პოლიტიკური გაკოტრება ხელისუფლებამ უზრუნველყო. ერთადერთი ვის მიმართაც ეჭვიანობა შეიძლება ჰქონოდათ, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ხაზარაძე, რომელსაც გამოცდილება და ალღო ნამდვილად არ აკლია.

შესაბამისად, ეჭვიანობამ და მისმა კვირიკაშვილთან კავშირებმა განაპირობა ის, რომ პრევენციულად მომხდარიყო მისი პოლიტიკურად განეიტრალება. მაგრამ ვფიქრობ აქ ძალიან დიდი შეცდომაა დაშვებული. უნდა იცნობდე, დაკვირვებული უნდა იყო და მარტივი ლოგიკა უნდა გაგაჩნდეს, რომ ხაზარაძეზე ასეთი რამ იეჭვიანო. ყველაფერი შეიძლება იფიქრო, მაგრამ ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა უსაფუძვლოა და ეს დრომ დაადასტურა"- განაცხადა ალაფიშვილმა.

ექსპერტი ამბობს, რომ საქმის პოლიტიზირებას ადასტურებს პროკურატურის განცხადება, რომ 8 თვიანი ძიების შემდეგ მათ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესახებ ფაქტობრივი გარემოება ვერ დაადგინეს.

ანალიტიკოსი „ნიუპოსტთან“ ხაზარაძის მიერ ნახსენებ მუქარის წერილსაც გამოეხმაურა, რომელიც ბიზნესმენის მტკიცებით, შს მინისტრმა შუამავლის მეშვეობობით გამოუგზავნა.

„ამ წერილს იყენებენ საქმეში არსებული სისტემებიდან თავის დასაღწევად. არადა აქ ჩემთვის ფულის გათეთრების ეპიზოდია მთავარი. წერილი ნამდვილი არის თუ არა ფიზიკურად, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.

მეორეა წერილის, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალების მიღმა მე რა დავინახე - აქამდე ჩვენ, წინა ხელისუფლებისა და ამჟამიდნელის დროსაც თვალს ვადევნებდით, გამოვთქვამდით ვარაუდებს, რომ ბიზნესი, შეძლებული ადამიანები, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, საარჩევნო პერიოდში დაეწყობოდნენ და ხელისუფლებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, აკეთებდნენ შემოწირულობებს, მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. ეს საქციელი ცოტა ამოუხსნელი იყო, ახლა კი აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ენთუზიაზმით კი არა, ეს ხდებოდა ხელისუფლების თხოვნითა და დაკვალიანებით.

ხაზარაძის შემთხვევაში, ამ წერილმა დაადასტურა, რომ მთავრობის მოთხოვნა მხარდაჭერაზე იყო გაშვებული ბიზნესის მიმართ. წერილით მიწერდა, SMS-ს მისწერდა, მეილს გაუგზავნიდა, დაურეკავდა, კაფეში შეხვდებოდა და სხვა, ეს ხომ კომუნიკაციის ფორმაა და არა შინაარსი. ჩემთვის წერილის საქმეშიც კი შინაარსია მთავარი.

არჩევნებისას ბიზნესი თავისუფალი არ არის, ხელისუფლება დააკვალიანებს ხოლმე, ვიღაცას საბანკო ანგარიშებს გაუგზავნის, ვიღაცას წერრილის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს, ვიღაცისგან მობილიზებას ითხოვს - ესაა ჩვენი პრობლემა და არა ის, წერილი გაუგზავნა თუ სიხარული უნდოდა და ეთამაშებოდა“- დასძინა ალაფიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42