ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯეფრი საქსი ეწვია
პოლიტიკა - 16:45, 11 Mar, 2019     1104

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ლაშა მიქავა და ეკატერინე მიქაბაძე მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ ეკონომისტ ჯეფრი საქსს შეხვდნენ. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ჟან ფრედერიკ პოლსენი.

ჯეფრი საქსი თბილისში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფება. იგი გახლავთ ეკონომიკის ცნობილი პროფესორი, ბესტსელერების ავტორი, ინოვაციური პედაგოგი და მდგრადი განვითარების გლობალური ლიდერი. ჯეფრი საქსი გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის დირექტორი, გაეროს განვითარების გაფართოებული კომისიის კომისარი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერასის მრჩეველია მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში. 2001-2018 წლებში მას გაეროს გენერალური მდივნების, კოფი ანანის, პან გი მუნის და ანტონიო გუტიერასის სპეციალური მრჩევლის პოზიცია ეკავა. ამასთან, პროფესორი საქსი კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორია. 2002-2016 წლებში იყო დედამიწის ინსტიტუტის (Earth Institute) დირექტორი.

ცნობილი ეკონომისტის განცხადებით, საქართველოში მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი და ინტერესი მწვანე ეკონომიკა-მდგრადი განვითარების საკითხებია. „საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა დიდი კულტურით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებს სურთ ეწვიონ ტურისტულად ამ ლამაზ ქვეყანას. ამ მიმართულებით არსებობს ბევრი შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარებისა და ამ განვითარებით მიღებული სარგებლის ქვეყნის მოსახლეობაში განაწილებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერის სისუფთავე, სუფთა ენერგიის წარმოება და ისეთი ავტომობილის მართვა, რომლებიც არ აბინძურებს ჰაერს. ეს ის საკითხებია, რომლებიც მთავრობასთან შეხვედრისას განვიხილეთ" - აღნიშნა საქსმა.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ტურიზმი, სუფთა ენერგიის წარმოება და ა.შ. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გარემოს, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, სოციალურ პროგრამებს.

„ჯეფრი საქსი მსოფლიოში აღიარებული ეკონომისტია, ამიტომ საინტერესო იყო მისი აზრი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების და რეფორმების შესახებ. ჩვენ გავაცანით საქართველოს ეკონომიკის განვითარების ჩვენეული ხედვა და პოლიტიკა, ასევე მოვისმინეთ მისი შეფასება ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ - უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი საქსი საქართველოს ეკონომიკური ზრდა-განვითარების პერსპექტივებს მაღალ შეფასებას აძლევს", - აღნიშნა ეკატეინე მიქაბაძემ.

ჯეფრი საქსი თბილისში ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო წრეების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრებს გამართავს აკადემიურ წრეებთანაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42