ზვიად კუპრავამ სასამართლო პროცესზე თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა
პოლიტიკა - 15:45, 11 Mar, 2019     1082
ზვიად კუპრავამ სასამართლო პროცესზე თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ციხეში ყოფნა ხელისუფლების მოთხოვნა.
"რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი პატიმრობაში დატოვება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან პირადად მოითხოვა.

„მე და ჩემმა მეგობრებმა ვინც დარბაზშია ერთ დღეში გადავაყენეთ, ვაიძულეთ მთავარი პროკურორი, რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან და ეს ჩემი აქ ყოფნა არის დღეს შურისძიება პროკურატურის იმ გარემოებიდანა გამომდინარე - ეს ერთი. ამის შემდეგ 2 ივნისს ირაკლი კობახიძემ, ქვეყნის მეორე პირმა, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა უმწვავესი განცხადება, ბრალდებები ჩემთან მიმართებაში და მოითხოვა პირდაპირ ჩემი პატიმრობაში ყოფნა - ეს მეორე ფაქტორი. ასევე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს პრეზიდენტად იწოდება იგივეს აკეთებდა პერმანენტულად ანუ “facebook” გვერდზე, ასევე დეპუტატები ეკა ბესელია, კახა კალაძე თბილისის მერი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი და ა.შ. შესაბამისად ჩემი აქ ჯდომა რაიმე დანაშაულიდან გამომდინარე კი არ არის, ჩემი აქ ჯდომა გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს ბატონები ხელისუფლებაში ვინც იმყოფებიან, მათ შორის პროკურატურის წარმომადგენლები დაინტერესებულნი იყვნენ ჩემი პატიმრობით,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

პროკურორის განცხადებით კი კუპრავას მხრიდან მოსამართლის შეურაცხყოფის ფაქტი დღევანდელ პროცესზე ყველა მოწმემ დაადასტურა.

„აქ ბუნებრივია ჩვენ დეტალურად ვერ ვისაუბრეთ მიცემული ჩვენებების შინაარსზე, თუმცა ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თითოეულმა დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული მოსამართლის შეურაცხმყოფელი ფრაზების წარმოთქმის ფაქტი,“ - განაცხადა პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42