დავით კირკიტაძის სასამართლოს დღეს 3 ათასამდე ადამიანი დაესწრება - ვინ ცდილობს პროცესის ჩაშლას?
პოლიტიკა - 13:58, 11 Mar, 2019     1681
დღეს, 12 მარტს, ივანიშვილის პირადი პატიმრის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მდივნის, დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, სადაც მოსამართლემ კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს 25 დეპუტატისა და 15 ათასი მოქალაქის თავდებობის საკითხი.

შს მინისტრ გახარიას მიერ მოწყობილი პროვოკაციის გამო დაკავებულ დავით კირკიტაძეს დეპუტატები და მოქალაქეები თავდებში უდგებიან. საქმე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ეხება.

წინა პროცესზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და დავით კორკიტაძე პატიმრობაში დატოვა იმ მიზეზით რომ ის მოქალაქეები და დეპუტატები, რომლებიც მას თავდებში უდგებიან, ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

ამიტომ, ხვალ გურჯაანში 25 დეპუტატი და 3 ათასამდე ადამიანი აპირებს ჩასვლას, რათა მოსამართლემ საკუთარი თვალით ნახოს ისინი, ვინც ხელი მოაწერეს ოპოზიციის ერთერთი ლიდერის თავდებობას.

თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლების დაკვეთით, „ვიღაც“ დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის ხელოვნურად გადადებას ცდილობს.

კერძოდ: დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატები მოსამართლის თანაშემწეს დაუკავშირდნენ, აუხსნეს რომ ხვალინდელ პროცესზე 25 დეპუტატი და 3 ათასამდე ადამიანი იქნება...

მოსამართლის თანაშემწემ ადვოკატებს განუცხადა, რომ ხვალ პროცესის გადადებას არ აპირებენ, „თუ საბადრაგო სამსახურმა დაკავებულის ჩამოყვანა შეძლო“.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ხელისუფლებამ, საბადრაგო სამსახურის გამოყენებით მოიგონოს მიზეზი, რომლითაც დავით კირკიტაძის სასამართლოს გადადებენ, რათა მისი პატიმრობა მაქსიმალურად გაწელონ.

ხოლო ათასობით ადამიანის ნება - დავით კირკიტაძის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე - ცინიკურად დააიგნორონ.

წყარო: პრესა.ჯი.

სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42