„თიბისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიქმნა საგამოძიებო კომისია. სახეზე არის სახელმწიფოს მხრიდან სისტემური დანაშაულის ნიშნები და არა ერთი, არა ერთი უწყება არის ჩართული ამაში და ეს არის ფაქტობრივად ორკესტრირებული შეტევა საფინანსო ინსტიტუტზე. ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ სურს დააფაროს ხელი არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს, შესაბამისად, ისინი შეეცდებიან, რომ ეს საკითხი არ გავიდეს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძისთვის ბიზნესმენებთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია.
„TBC-ს საქმემ მიიღო უკვე განსაკუთრებულად სკანდალური ხასიათი. არავითარი შუამავალი არ შეიძლება იყოს ბადრი ჯაფარიძე, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი და არავითარი განსხვავება არ არის გახარია მამუკა ხაზარაძეს გადასცემდა წერილს და მამუკა მიუტანდა ბადრის თუ ბადრი აჩვენებდა წერილს მამუკა ხაზარაძეს. თავად მთავარი აქციონერი არის ამ შემთხვევაში პირდაპირ დაშანტაჟებული სადღაც ავტოგარაჟში თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ეს არ უნდა იყოს რაღაც ძალიან ხანგრძლივი გარკვევისა და მოლოდინის საკითხი, ეს უკვე ცვლის აბსოლუტურად სურათს, ვინაიდან სხვანაირ ხასიათს ღებულობს უკვე სახელისუფლო ძალადობა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






